სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს რთული სასწავლო წელი ლამაზი დღით დავაგვირგვინეთ“ - თბილისის N71 სკოლის პედაგოგმა ეკა მაისურაძემ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მადლობა გადაუხადა
28-05-2021
-
+


თბილისის N71 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა ეკა მაისურაძემ სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ერთად გატარებული საინტერესო სასწავლო წლისთვის მადლობა გადაუხადა. პედაგოგი ემოციურად აღწერს სასწავლო წლის დასაწყისში პატარებთან პირველ შეხვედრას.

„დიდი გამოწვევებით დავიწყეთ ეს სასწავლო წელი, ახლაც მახსოვს ემოცია, ჩემი ნერვიულობა, ვჯდები ლეპტოპთან, ვრთავ აჩქარებული გულისცემით და შემომცქერის 29 წყვილი თვალი, გაოცებული და გაფართოებული მზერით იმდენად ვნერვიულობდი, არ მახსოვს რა, ან რაზე ვისაუბრე...

მიუხედავად ყველაფრისა, მოვახერხეთ ურთიერთობა, მეგობრობა, ნდობა, სიყვარული, სწავლა და განათლება, ჩვენ ეს შევძელით! და აი დღეს, ეს საკმაოდ რთული სასწავლო წელი, ასეთი ლამაზი დღით დავაგვირგვინეთ.

მადლობა ჩემო ძვირფასო ბავშვებო, ჩემო მოსწავლეები, მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა იმ ლამაზი სიტყვებისთვის და ემოციებისთვის, რითაც მთელი წელი მახარებდით და მახალისებდით, მადლობა მშობლებო, ჩემო ადამიანებო, სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. მადლობა, რომ ასე ერთად, ერთად დგომით, მხარდამხარ გავიარეთ ეს სასწავლო წელი. წინ საინტერესო პერიოდი გვიდევს, ბევრი სასიამოვნო ფორიაქით სავსე. მიყვარხართ, მახარებთ.

უღრმესი მადლობა ჩვენი 71-ე სკოლის დირექციას, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მადლობა მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავს დაწყებითი კლასის  დამრიგებელი ეკა მაისურაძე.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება