სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გახსოვდეთ, თქვენი წარმატება ან ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბება ქვეყნის დამოუკიდებლობის შენებაა“- ჯიმითის საჯარო სკოლის დირექტორის მილოცვა მოსწავლეებს
28-05-2021
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

სკოლის დირექტორმა, ნინო ხარატიშვილმა მოსწავლეებს მიმართა და საქართველოს ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი მიულოცა. 

„ძვირფასო ბავშვებო, დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ყველამ კარგად ვიცით, ამ დღის ისტორია და მნიშვნელობა. ამ დღის აღნიშვნით ჩვენი პატარა ქვეყანა კიდევ ერთხელ ახსენებს მსოფლოს და მთელს სამყაროს, რომ თავისუფლება მისთვის სიცოცხლის და განვითარების საფუძველი და დედააზრია. დიახ, დამოუკიდებლობა აღბეჭდილია თავისუფლებისთვის ბრძოლის ნიშნით, საქართველოს ისტორია ღირსეული ერის ისტორიაა, იმ ქვეყნის ისტორიაა, რომლის შვილებიც უყოყმანოდ ეწირებოდნენ სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეას. მინდა გახსოვდეთ, რომ ყოველი თქვენთაგანის წარმატება სწავლაში, მიღწევები პროფესიაში, ან უბრალოდ ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბება, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენებაა. მე ვხედავ თქვენში ამის სურვილს, ვხედავ და მჯერა, რომ თქვენი შრომით, სწავლით, ღირსეული ქცევით, საუკეთესო ფურცლებს ჩაწერთ, საქართველოს ისტორიაში, ამ ისტორიას კი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ხალხის ისტორია ჰქვია! „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების ჯოგს -წყარო ანკარა, დროშები ჩქარა!“ მაშ ვიზეიმოთ 26 მაისი! ყველას გილოცავთ ამ დღეს, დიდება თავისუფლებას!გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“,- აღნიშნულია დირექტორის მისალოც წერილში. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.





 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება