| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N128 საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა. დირექციამ კიდევ ერთი საამაყო თაობა გააცილა სკოლიდან. გამოსამშვიდობებელი ღონისძიება შთამბეჭდავი იყო, კურსდამთავრებულები მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოულოდნელობებით გააოცეს. მასწავლებლებისგან მე-12 კლასელებს საჩუქრად გურამ დოჩანაშვილისა და ჯემალ ქარჩხაძის წიგნები გადაეცათ.
„სიყვარული ამოძრავებს დედამიწას“ - ერთწლიანი პაუზის შემდეგ 128-ე საჯარო სკოლაში კვლავ ტრადიციული ბოლო ზარია... ახმაურდა სკოლის ეზო... კვლავ ერთად ვართ პედაგოგები და ჩვენი მთავარი საყვარელი პერსონაჟები - თეთრ პერანგებში გამოწყობილი მეთორმეტეკლასელები... კვლავ გაისმის სიხარულისა და სინანულის გამომხატველი ფრაზები...ემოციურად ვემშვიდობებით ერთმანეთს (რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით).
მოულოდნელმა სიურპრიზმაც ერთად გაგვახარა - მესამე სართულის ფანჯრიდან სკოლის ეზოში მერვეკლასელების მიერ დამზადებული, ყვავილებითა და გულებით მორთული „თვითმფრინავი“ დაეშვა წარწერებით: გილოცავთ! გვიყვარხართ! გემშვიდობებით! წარმატებები თქვენ!
გამორჩეული დღე იყო, რადგან კურსდამთავრებულებმა გამოხატეს დიდი მადლიერება სკოლისადმი, ასევე ჩვენც დავუდასტურეთ მათ სიყვარული და პატივისცემა. „ბოლო ზარის“ საინტერესო მომენტიც დადგა - წარმატებული სწავლისა და სკოლის სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის მოსწავლეებს საჩუქრად გადავეცით გურამ დოჩანაშვილისა და ჯემალ ქარჩხაძის წიგნები.
შეხვედრის ლაიტმოტივი იყო დიდი მწერლის სიტყვები: „სიყვარული ამოძრავებს დედამიწას“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა