სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობა, თანასწორობა და მრავალფეროვნება
18-05-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში პროექტი „ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“ განხორციელდა. 

პროექტის ფარგლებში გაიმართა აქტივობა სახელწოდებით „მეგობრობას რელიგია არ აქვს“. მასში სკოლის IX-X-XI კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.

მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მშვიდობა,თანასწორობა და მრავალფეროვნება.

„ჩვენი რეგიონის სტრატეგიული მდებარეობისა და ისტორიული წარსულის გამო, მუდმივად გვიწევს ცხოვრება განსხვავებული აღმსარებლობისა  და კულტურის მქონე ადამიანებთან.ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით  მრავალფეროვნების და განსხვავებული რელიგიური თუ ეთნიკური დაპირისპირების მაგალითებს. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ საკითხის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით სწორედ სკოლიდან დაგვეწყო პრობლემების მოგვარება. სკოლაში სწავლობენ განსხვავებული რელიგიის მქონე მოსწავლეები, სწორედ სკოლაში უნდა შევქმნათ მშვიდობიანი სასკოლო საზოგადოების თანაცხოვრებისათვის ხელსაყრელი პირობები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

პროექტი მიზნად ისახავდა  მოსწავლეებში ინფორმაციულობას და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და განსხვავებული აზრის, კულტურის ტოლერანტული ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო ცხოვრებაში.

სკოლის აღსაზრდელებმა მოამზადეს ვიდეორგოლი, გარდა ამისა, გაიმართა კინოფილმ „აგორას“ ჩვენება. ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს შორის დისკუსია-მსჯელობა წარიმართა, რომელსაც ფასილიტაციას ბსუ-ს ტუდენტი, ანა თოფურია უწევდა.

პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე - „რელიგიური ტოლერანტობის ხელშეწყობა სკოლებში“. მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები და პოსტერები მოამზადეს.

პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებს სერტიფიკატები და მცირეფასიანი საჩუქრები გადაეცათ. დასკვნით ღონისძიებას სკოლის დირექტორი, ნუნუ კიკავა და დირექტორის მოადგილე, მაგული ჩუბინიძე ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება