| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლეებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს. სკოლის ორივე გუნდი „მინი კომპანიების“ კონკურსის ნახევარფინალშია.
Junior Achievement Georgia „მინი კომპანიების“ კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. საუკეთესო ბიზნესიდეიისა მქონე მოსწავლეთა კომპანიებს შანსი ეძლევათ თავიანთი ნაწარმი მსოფლიოს გააცნონ.
„ლიტონი ქარტა“ არის მე-10 კლასელი „პროგრესელების“ კომპანია, რომელიც მეორეული, უკვე გამოყენებული ნივთებისგან ამზადებს ბლოკნოტებს, კონვერტებსა და სანიშნებს. კომპანიის დამფუძნებლები არიან Xგ კლასის მოსწავლეები: სოფო გაჩეჩილაძე, ელენე მიქავა, ევა მიქავა, ნოდარი ტურძილაძე და მილანა მუსერიძე.
„With No Fear“ არის ასევე მე-10 კლასელი პროგრესელების კომპანია, რომელიც ორი ბრენდის „TAS“ და „Bagic“ სახელით ოპერირებს.
„TAS“ არის სამოტივაციო ჟურნალი თინეიჯერებისათვის, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მოტივაციის, თვითრწმენისა და პოზიტიური განწყობის გაძლიერებას.
„Bagic“ არის ეკოლოგიურად სუფთა, ნაქსოვი ჩანთებისა და საფულეების ბრენდი, რომლის მთავარი მიზანიცაა ჩაანაცვლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოყენებადი პოლიეთილენისა და სხვადასხვა არაეკომეგობრული მასალებისგან დამზადებული ჩანთები.
კომპანიის დამფუძნებლები არიან Xა კლასის მოსწავლეები: ანა გიგუაშვილი, ილონა წიკლაური, ანა შვანგირაძე, ხატია კუპრავა, ანა ბაშალეიშვილი.
Junior Achievement Georgia „მინი კომპანიების“ კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს და საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ბიზნესიდეიისა და პროდუქტის მქონე მოსწავლეთა კომპანიებს შანსი ეძლევათ თავიანთი ნაწარმი მსოფლიოს გააცნონ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებელთა 2 საგნის გამოცდაზე აპლიკანტების 46 პროცენტი არ მივიდა - ცხრა პირი დაგვიანების გამო ტესტირებას გამოეთიშა
ცნობილია, ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები საფეხურების მიხედვით
ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის
მოსწავლეებმა ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეს