დაგვას საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
12-05-2021
დაკოპირებულია
-
+
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში როგორც ძირითად, ისე საბაზისო კორპუსებში სრული და ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
სკოლის ინფორმაციით, ელექტრონული ტენდერები ქობულეთის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს განხორციელდება.