სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზუგდიდის N5 სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ბულინგის შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს
10-05-2021
-
+


ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ბულინგის შესახებ თანატოლებს ტრენინგი ჩაუტარეს. დამსწრე მოსწავლეებმა გამიჯნეს ბულინგის სახეები და ისწავლეს მათი ამოცნობა. ასევე გაითამაშეს სცენები და დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

„ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, როდესაც ჩემთან სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი ქრისტინე ჯანაშია და თვითმმართველობის წევრი დათო შონია მოვიდნენ თხოვნით. უფრო სწორედ, ორი თხოვნით: რომ დღეს (23 აპრილს) მათთვის კომპიუტერული ლაბორატორიის გამოყენებაზე - ერთი და მეორე - სკოლის მე-10 - მე-11 კლასებიდან რამდენიმე მოსწავლისთვის ჩაგვრის (ბულინგის) თემაზე ტრენინგის ჩატარებაზე ნებართვები.

როგორც გაირკვა, მოსწავლეები ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ორგანიზებულ ტრენინგებს ძალადობაზე, ბულინგზე და კონფლიქტზე.

ტრენინგების შემდეგ მოსწავლეებმა გადაწყვიტეს აერჩიათ ერთ-ერთი თემა - ბულინგი და ამ თემაზე თანატოლებისთვის ჩაეტარებინათ ტრენინგი  მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით. ტრენინგიც კი ჰქონდათ უკვე დაგეგმილი და რაც სჭირდებოდათ სკოლისგან, იყო სივრცე, კომპიუტერი და პროექტორი ეკრანით.

ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა. სხვადასხვა აქტივობებით დამსწრე მოსწავლეებმა გამიჯნეს ბულინგის სახეები, ისწავლეს მათი ამოცნობა. გაითამაშეს სცენები და მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში შემდეგი კითხვების გარშემო:
1.    ყოფილხართ თუ არა ბულერი?
2.    ყოფილხართ თუ არა ბულინგის მსხვერპლი?
3.    შესწრებიხართ თუ არა ბულინგის შემთხვევებს?
გულახდილ დისკუსიას (ისევე, როგორც სხვა აქტივობებს) ხელი შეუწყო იმან, რომ პროცესს არ ესწრებოდა უფროსი, იყვნენ მხოლოდ თანატოლები.

გამოითქვა მოსაზრებები, როგორ შეეძლოთ მათ ებრძოლათ ბულინგის წინააღმდეგ.

თავიანთ რეფლექსიებში ტრენინგის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მათ მიაღწიეს დასახულ მიზანს, თუმცა, ასევე, ფიქრობენ, რომ განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა მონაწილეებისთვის ძალადობის სახეების ამოცნობა/განსხვავება. შესაბამისად, გეგმავენ მომდევნო შეხვედრების მომზადებისას იფიქრონ ამაზე“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება