სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N104 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობები მიეძღვნა
06-05-2021
-
+


ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“-ის ფარგლებში თბილისის N104 საჯარო სკოლის ეკოკლუბის „მწვანე ზონა“ წევრებმა: ერიკ ტერტერიანმა და ანგელინა ბრუტიანმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. 

„შეხვედრაზე ისაუბარეს პლასტმასის ნარჩენების საფრთხის შესახებ. პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს პლასტმასის ნარჩენების რეალური საფრთხე: პლასტმასის ნარჩენების პატარა ნაწილაკები ანტარქტიდის წყლებსა და ყინულში აღმოაჩინეს. მეცნიერები აქამდე იმედოვნებდნენ, რომ ყინულით დაფარული კონტინენტი პლასტმასის ნარჩენებისგან დაცული იყო.

ერიკ ტერტერიანმა და ანგელინა ბრუტიანმა ამ საკითხის შესახებ მოამზადეს და დაურიგეს ბუკლეტები მოსწავლეებს. დედამიწის დღის აღსანიშნავად ეკოკლუბის წევრებმა და ხელმძღვანელმა ასმიკ არაქელიანმა მოაწყეს დასუფთავების დღე. მათ სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაასუფთავეს სკოლის ეზო და გადაახარისხეს ნაგავი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

მე-4 კლასელებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება