მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში, ხელოვნების პედაგოგის, შორენა ალუღიშვილის ხელმძღვანელობით, დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა თემებზე - „დედამიწა ჩვენი სახლია“, „ადამიანის როლი გარემოში“, „დავასახელოთ წამოჭრილი პრობლემა და დავსახოთ მისი გადაჭრის გზები“.
„დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრები და მე-8-ა კლასის მოსწავლეებმა წარუდგინეს პრეზენტაციები მე-4-ა და მე- 4-ბ კლასის მოსწავლეებს „ადამიანის გავლენა გარემოზე“, ესაუბრნენ გარემოს დაცვის თემაზე. გაიმართა დისკუსია „როგორ შეიძლება გავუფრთხილდეთ გარემოს“.
სკოლის დერეფანში მოეწყო გაზეთების გამოფენა „ჩვენი თვალით დანახული დედამიწა“, „იცოცხლე დედამიწავ“, „გარემოს დაცვა“, „გავუფრთხილდეთ დედამიწას“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა.
დედამიწის დღე, 22 აპრილი აღნიშნეს Iა, IIა და IIბ კლასის მოსწავლეებმა, მათ ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის ეზო სახალისო ნახატებით, გააკეთეს საკლასო გამოფენა.
პროექტის მიზანი იყო გარემოს დაცვის თემაზე მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება ადრეული ასაკიდანვე, მოსწავლეებმა გაიაზრონ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და იგრძნონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ეკოლოგიაზე“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
რა ვალდებულება აქვს სკოლის ადმინისტრაციას თუ ბავში სკოლას მუშაობის გამო აცდენს - არასრულწლოვანთა შრომითი ნორმების დარღვევის გამო 2 ობიექტი დაიხურა
„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“
წესის საჯარო სკოლაში III და IV კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს
რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სწავლა?
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება