სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
05-05-2021
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სკოლის ქართული და აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეების მონაწილეობით მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა, რომლის მიზანიც დედამიწის წინაშე მდგარ საფრთხეებთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება იყო.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კორონავირუსის, როგორც დედამიწის ერთ-ერთი საფრთხის მოდელი დაამზადეს, მაღალკლასელებმა კი სპონტანურად მოიფიქრეს პერფომანსი - „მოისროლე ვირუსი“. 

დაწყებითები საფეხურის ყველა კლასში მოსწავლეებმა მოწყენილი და მხიარული დედამიწა დახატეს, რის შემდგომაც მოაწყვეს გამოფენა. ინგლისური ენის მასწავლებლის, ნანა ტარტარაშვილის ხელმძღვანელობით სკოლის აღსაზრდელებმა ინგლისურენოვანი პოსტერი შექმნეს - „ყველა დღე დედამიწის დღეა!“

ორივე სექტორის მე-9 კლასის მოსწავლეებმა და კლუბ „თანასწორობის“ წევრებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან, ქეთევან გედევანიშვილთან და რასიმ მუსტაფაევთან ერთად სოფლის მდინარის სანაპირო დაასუფთავეს, პოსტერები დაამზადეს და სოფლის თვალსაჩინო ადგილას გააკრეს. მოსწავლეებმა დედამიწის გლობუსით შექმნეს დაბინძურებული და დაავადებული დედამიწის მოდელები.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება