სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები“ - გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
04-05-2021
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა ხელოვნურ თანამგზავრებზე საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს. მოსწავლეებს იმდენად მოეწონათ საკუთარი ნამუშევარი, რომ პრეზენტაცია მეხუთე, მეექვსე და მეშვიდეკლასელებსაც წარუდგინეს.

„ფიზიკის გაკვეთილზე შევისწავლეთ, თუ როგორ მოძრაობენ დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები. საკითხმა ძალიან დაგვაინტერესა. სურვილი გაგვიჩნდა დამატებით მოგვეძიებინა მასალა კოსმოსის შესახებ და გაგვეკეთებინა პრეზენტაცია თემაზე „დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები“. პროექტის მომზადებაში მთელი კლასი ვიყავით ჩართული. 

პრეზენტაცია მოვამზადეთ ციფრულ საპრეზენტაციო პროგრამა power point-ის საშუალებით. დიდი მონდომებით შევქმენით პლაკატი კოსმოსის შესახებ. ინტერნეტში მოვძებნეთ საჭირო ინფორმაცია. როცა ყველაფერი დავალაგეთ, სურვილი გაგვიჩნდა, ჩვენი ნაშრომი სხვებისთვისაც გვეჩვენებინა და განვახორციელეთ კიდეც. პრეზენტაცია მეხუთე, მეექვსე და მეშვიდეკლასელებს წარვუდგინეთ.

აღმოჩნდა, რომ კოსმოსი მათაც აინტერესებდათ. ყველა დიდი ინტერესით გვისმენდა.

პირველ რიგში. ვესაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ხელოვნური თანამგზავრების გაყვანა ორბიტაზე. ვუთხარით რა არის პირველი, მეორე და მესამე კოსმოსური სიჩქარეები, რომ სწორედ ამ სიჩქარეებზეა დამოკიდებული თანამგზავრი იბრუნებს დედამიწის გარშემო, გავა მზის სისტემაში თუ დატოვებს ჩვენს პლანეტარულ ოჯახს. შემდეგ მოვუყევით როგორ დაიწყო ადამიანების გაშვება კოსმოსში, რომ სანამ ადამიანებს გაუშვებდნენ, მანამდე ძაღლებს და მაიმუნებს გზავნიდნენ. გავაცანით ბელკა და სტრელკა. ყოფილ საბჭოთა კავშირში მაიმუნები, რომლებიც კოსმოსში გაუშვეს სოხუმის მაიმუნსაშენიდან წაიყვანეს.  ვისაუბრეთ კოსმოსურ ნაგავზე.

არ დაგვიწყებია პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, რომელიც 1999 წლის 23 ივლისს გავიდა ორბიტაზე. ეს ობიექტი დაპროექტდა და დამზადდა საქართველოში ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით. 23 ივლისი საქართველოში აღინიშნება, როგორც პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე. საამაყოა ისიც, რომ 1977 წელს კოსმოსურ ხომალდ „ვოიაჯერ“-ით დედამიწიდან კოსმოსში ოქროს ფირფიტები იქნა გაგზავნილი. მასზე ჩაწერილი მუსიკალური ნაწარმოებებიდან ერთ-ერთი სწორედ ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულოა“.  ჩვენი პრეზენტაციის ბოლოს „ჩაკრულო“ მოვასმენინეთ მსმენელებს.
ბავშვებმა უამრავი კითხვა დასვეს. მათ ძალიან მოეწონათ ჩვენი მონათხრობი, - გვიამბობს გუდაურის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ანი ჩიტაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება