სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველა სკოლისთვის აუცილებელია სამედიცინო კაბინეტის მოწყობა“- ერეკლე ჯიქია, დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორი
04-05-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება, რას ფიქრობს ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორის, ერეკლე ჯიქიას მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- გამოათავისუფლებს კლასის დამრიგებლებს მშობლებთან ურთიერთობიდან სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. მცირე კონტიგენტიან სკოლებში ბევრი არაფერი შეიცვლება.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა, შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- ყველა სკოლისთვის აუცილებელია სამედიცინო კაბინეტის მოწყობა და მის მოწყობას გავითვალისწინებთ რეაბილიტაციის შემდეგ (რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი თუ გვეღირსა).

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში, ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას? თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში?

- 45-დღიანი უწყვეტი გაცდენა არასდროს გვქონია. გაცდენების დროს (საპატიო მიზეზით) ყოველთვის ხერხდება დისტანციური დაკავშირება ამა თუ იმ ხერხით.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინ სწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- ჩამორჩენა ჩვენთან დაძლეულია დამატებითი გაკვეთილების ჩატარებით და ინდივიდუალური მუშაობით მოსწავლეებთან.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა საქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

- ექსპერიმენტების ტარებას მოვეშვებოდი, ხელმძღვანელობამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მასწავლებლებს მისცენ მეტი დრო  იფიქრონ მოსწავლეებზე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება