| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის მასწავლებლები წიგნის ჩუქების კამპანიას შეუერთდნენ. პედაგოგებმა - შორენა ზაზაძემ და გუნა ბერიძემ სკოლის გარე ბიბლიოთეკა წიგნებით დაასაჩუქრეს. ასევე წიგნები აჩუქა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ხათუნა ოქრომელიძემ სკოლის დირექტორ ლელა გვრიტიშვილსა და I-II კლასის მოსწავლეებს.
„წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ბრძნული საჩუქარია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვაჩუქოთ ჩვენს მეგობრებსა და ახლობლებს, მისი ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ძველი ესპანური ტრადიცი უკვე ქართულიცაა.
ხეოთის საჯარო სკოლის მასწავლებლები და თანამშრომლები უერთდებიან კამპანიას აპრილის წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადების შესახებ. მასწავლებლებმა - ქალბატონმა შორენა ზაზაძემ და გუნა ბერიძემ სკოლის გარე ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს წიგნები.
ამ კამპანიაში აქტიურადაა ჩართული სკოლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ქალბატონი ხათუნა ოქრომელიძე, რომელმაც სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლელა გვრიტიშვილს და I-II კლ. მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა წიგნები.
ასევე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა, ქალბატონმა დოდო ოქრომელიძემ და ქალბატონმა ნინო ნებაძემ ერთმანეთი წიგნებით დაასაჩუქრეს
მადლობა თითოეულ მათგანს აქტიურობისთვის!“ - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ