სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის კვირეული გაიმართა
29-04-2021
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებში სხვადასხხვა ღონისძიება ჩატარდა. კვირეულის ორგანიზატორი საბუნებისმეტყველო კათედრა იყო.

„მე-8/2 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი მარინე ჭეიშვილი) წარმოადგინეს თოჯინების თეატრის მორიგი სპექტაკლი ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით. აღსანიშნავია, რომ თოჯინები და დეკორაციები მოსწავლეების მიერ არის შექმნილი; მათ ეკუთვნით ასევე მუსიკალური გაფორმება. მხატვრობაზე იმუშავეს მეცხრეკლასელებმა თეკლა ქარსელაძემ და მერიკო მჟავიამ, ასევე მე-10/2 კლასის მოსწავლემ მარიამ კეპულაძემ.

საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს მე-11/1 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი მარინე რუსაძე) თემაზე „შოკოლადის ანატომია“, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირეს მდგრადი განვითარების მიზნებს: „შემცირებულიუთანასწორობა, „ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა“, „სიღარიბის აღმოფხვრა“, „მდგრადი მოხმარება და წარმოება“.

ასევე აღსანიშნავია 22-23 აპრილს განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობები. მხოლოდ რამდენიმე მათგანს აღვნიშნავთ: 

1. საერთაშორისო ონლაინ-კონფერენცია „დედამიწა-სიცოცხლის პლანეტა“, რომელიც გაიმართა ჩვენის სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სპექტრის“ ორგანიზებით და სადაც მონაწილეობას იღებდნენ რუმინეთის, მოლდოვას, სომხეთის, საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები; სამუშაო ენა-ინგლისური. კონფერენციაზე წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები: თამარ ამაღლობელი (მე-11/1კლასი), ლილე გუმბერიძე, ლიკა ბაქრაძე, ანა მელქაძე (მე-8/2 კლასი), ნინი კუხიანიძე (მე-8/3 კლასი). მათ ისაუბრეს ქუთაისის გარემოსდაცვით პრობლემებზე.

2. აფსაიკლინგი, რომელიც ჩაატარეს „სპექტრის“ წარმომადგენლებმა მე-7/დ კლასში(დამრიგებელი მ.რუსაძე), ისაუბრეს რეციკლირების მნიშვნელობაზე  და მოაწყვეს გამოფენა.

3. სასკოლო კონფერენცია -„დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია“, სადაც საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ მოსწავლეები: ნათია ყურაშვილი, მარიამ ავალიანი, ანა მელქაძე, ანი ტურაბელიძე, მარიამ კვერნაძე, ლიზი კვიმსაძე, ლუკა მახათაძე,ნია ნიკურაძე, მარიამ ჟორჟოლიანი, ლუკა გიორგობიანი,ნიკოლოზ ლაბუჩიძე, სანდრო ხანთაძე, თეკლა ჩეჩელაშვილი, ანა მოგელაძე, ნინო ბაღათურია,მარიამ შენგელია, თეკლა ჭოღოშვილი, ლევან კვიცარიძე, ნია ხახუტაიშვილი, გიორგი სალდაძე.

კონფერენციის ბოლოს გაიმართა ლილე გუმბერიძისა და თამარ ამაღლობელის მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმების პრეზენტაცია.

კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს წინადადებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ქუთაისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და მიიღეს გადაწყვეტილება, იგი წარუდგინონ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას. მოსწავლეებს მხარდაჭერა აღუთქვა მერის მრჩეველმა ქალბატონმა მაია კეზევაძემ.

  1. 12 აპრილს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ქუთაისის სკოლების საბუნებიმეტყველო დისციპლინების პედაგოგებისთვის, მოეწყო ქუთაისელი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გარემოსდაცვით თემატიკაზე.
  2. დღესაც მიმდინარეობს სკოლაში აღნიშნულ თემატიკაზე მოსწავლეთა ძალიან საინტერესო ნამუშევრების გამოფენა“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება