TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„შიდა კონტროლის მექანიზმის გაძლიერებით უნდა მოხდეს სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა“ -  მადონა კოპალეიშვილი, მიქელეფონის საჯარო სკოლის დირექტორი
29-04-2021
-
+


თანამედროვე მიდგომები და არსებული რეალობა სკოლებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებს. შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ფეხი აუწყოს მათ. სოციალური მუშაკების სკოლებში ინტეგრირება, სამედიცინო კაბინეტების აუცილებლობა და რაც მთავარია, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში - თითოეული სკოლის ხელმძღვანელის ამოცანაა და ამ საკითხებზე მათი შეხედულებაც საინტერესოა. ამჯერად, Etaloni.ge ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის დირექტორის, მადონა კოპალეიშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- სკოლაში სოციალური მუშაკის როლი დადებით გავლენას მოახდენს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე, მოსწავლეთა გაცდენების აღმოფხვრაზე, თითოეული მოსწავლის საჭიროებების და პრობლემების დროულად დადგენაზე. სოციალური მუშაკის კანონით განსაზღვრული საქმიანობა კლასის ხელმძღვანელსა და სკოლის ადმინისტრაციას დაეხმარება დროულად დადგინდეს და აღმოიფხვრას მოსწავლის სწავლის ხარისხთან და ყოფაქცევასთან დაკავშირებული პრობლემები და მიზეზები, რაც ხელს შეუწყობს მის დროულად პრევენციას და მოსწავლის სასკოლო საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას.  

მაგალითად, თუ ბავშვი დისტანციური სწავლების დროს გაკვეთილებს ვერ ერთვება იმის გამო, რომ მის ოჯახს არა აქვს ინტერნეტის ჩართვის საშუალება, სოც. მუშაკი გამოიკვლევს მიზეზს, აცნობებს რესურსცენტრს, რომელის იზრუნებს პრობლემის გადაწყვეტაზე.

თუ მოსწავლე სკოლაში ძალადობს და ცუდად იქცევა სოც. მუშაკმა შეიძლება გამოიკვლიოს ამის მიზეზი, არის თუ არა მისი ქცევა დაკავშირებული ოჯახის სოციალურ მდგომარეობასთან, შესაძლოა, ბავშვი თვითონ იყოს ძალადობის მსხვერპლი.

ვფიქრობ, ეს სამსახური იქნება კარგი დამხმარე რგოლი კლასის დამრიგებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისათვის, რათა გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი და ყველა მოსწავლე წარმატებით იყოს ჩართული ამ პროცესში.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- ვთვლი, რომ სამედიცინო კაბინეტის მოწყობა სკოლებში ყოველთვის იყო საჭირო და აქტუალური, მითუმეტეს დღევანდელი კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენი სკოლა შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, სადაც ყოველი პირობაა სამედიცინო კაბინეტის მოსაწყობად.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას? თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- ვფიქრობ, ეს ცვლილებები უნდა ემსახურებოდეს მოსწავლისა და მშობლებში მოტივაციის ამაღლებას, უმიზეზოდ ან მსუბუქი მიზეზებით გაკვეთილების გაცდენის აღმოფხვრას, თუმცა მას არ უნდა ჰქონდეს სადამსჯელო ფორმა, იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აქვთ საპატიო მიზეზები. მაგალითად, ასეთია ჯანმრთელობის გაუარესება ან გადაუდებელი სამედიცინო ოპერაციებით გამოწვეული მიზეზები, დისტანციურ სწავლებაში ჩაურთველობა, სოციალური სიდუხჭირით გამოწვეული მიზეზები და ა.შ.

ჩემი აზრით, უნდა მოხდეს მოსწავლეთა მიზეზების გათვალისწინებით, გაცდენების ხარისხების მიხედვით ერთმანეთისაგან გამიჯვნა. თუ მოსწავლე დაძლევს წლის განმავლობაში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას, მას არ უნდა შეუჩერდეს მოსწავლის სტატუსი.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

- როგორც ვიცით,  წინა სქემა იქნა გაანაზილებული და  ხარვეზები დანახული. წინა სქემის ხარვეზი იყო ის, რომ იგი უფრო მეტად გათვლილი იყო პედაგოგთა წინსვლისთვის ზრუნვაზე ბავშვებისთვის განკუთვნილი დროის ხარჯზე კრედიტქულების დაგროვების მცდელობით სხვადასხვა გზებით.  სამწუხაროდ ეს ფაქტი ხშირ შემთხვევაში უარყოფითად აისახებოდა მოსწავლეთა ცოდნის დონის გაუმჯობესებაზე. პრობლემამ მალევე იჩინა თავი, პედაგოგები თავიდან მოკრძალებულად, შემდეგ კი ღიად საუბრობდნენ ამ საკითხის შესახებ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ერთმანეთს გაუთანაბრდა სხვადასხვა კრედიტქულიანი მასწავლებლები, რომლებმაც პედაგოგთა ჯგუფების განაწყენება გამოიწვია. 

ვფიქრობ, ახალი სქემა უნდა ემასახურებოდეს, იმას რომ მასწავლებლის ყოველი წუთი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, მიმართული. სასურველია პედაგოგებს ჩაუტარდეთ ტრენინგები მომავალი გამოცდის საპროგრამო მასალის ირგვლივ. შედეგად, მოხდეს სიახლეების დანერგვა სკოლაში. პედაგოგთა პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება სკოლებს ვანდოთ. შიდა კონტროლის მექანიზმის გაძლიერებით უნდა მოხდეს სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა.

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

ანაზღაურება 3300 ლარია - რა პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას მანდატურის სამსახური 

ასაშენებელი და გასარემონტებელი სკოლების პრიოტიტეტულ სიას განათლების სამინისტრო ადგენს

არჩევანის გაკეთების ვადა დღეს, 1-ელ ნოემბერს იწურება - emis ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებლებმა, აღზმრდელებმა, დირექტორებმა ქონების გადასახდი უნდა გადაიხადონ, თუ... - ფინანსთა სამინისტრო განმარტავს

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

„ვუსურვებთ მომავალ წარმატებებსა და ახალ მიღწევებს სპორტულ და საგანმანათლებლო სფეროებში“

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება