სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისში“ დედამიწის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
29-04-2021
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს. 

ღონისძიებებს ორგანიზება სკოლის დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ, და სკოლის ხარისხის განვითარების მენეჯერმა, თეა სამხარაძემ გაუწიეს.

პირველკლასელებმა კლასის ხელმძღვანელის, ლოლიტა ნებიერიძის ხელმძღვანელობით ლამაზი, კოსტუმირებული და შთამბეჭდავი პერფორმანსი - „დედამიწა საფრთხეშია“ წარმოადგინეს. გაბრიელა დვალის მიერ შესრულებულმა მაიკლ ჯექსონის სიმღერამ „დედამიწა“ მსმენელები ემოციურად დამუხტა. 

სკოლაში ესეების კონკურსი „ადამიანი და ბუნება“ ჩატარდა.  გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლეები: მეშვიდე კლასელები -  ელენე მელაძე, ქეთი ცერცვაძე, ანასტასია ჯაფარიძე, ნია ცერცვაძე, მიხეილ სხილაძე და ანასტასია ჯუღელი. 

„დედამიწა ჩვენი სახლია, ჩვენი,კერიაა,რომელიც დღემდე გვემსახურება, რომელსაც დიდ ზიანს ვაყენებთ, მაგრამ მაინც ჩვენს გვერდით დგას.დაგვიბერდა ჩვენი დედამიწა, თუმცა მაინც წვალებით გვიძლებს და გვივლის,“ - აღნიშნა მე -7 კლასის მოსწავლემ, ქეთი ცერცვაძემ.

მე-7 და მე-8 კლასებში ჩატარდა ვიქტორინები ეკოლოგიურ საკითხებზე. ასევე, მოეწყო კონფერენცია  „გაუფრთხილდეთ დედამიწას“. კონფერენციის  მოდერატორები მე-9 კლასის მოსწავლეები, თამარ კაპანაძე და ანანო შერგელაშვილი იყვნენ.

 მე-10 კლასელი მოსწავლებმა: ელენე ჩუბინიძემ, დავით ჯინჭარაძემ და თემურ გოგიაშვიმა საინტერესო და აქტუალური ეკოლოგიური პრობლემები განიხილეს: ოზონის შრე, ოზონის შრე და ცხოველები, დედამიწის დაბინძურების ხარისხი  და მოსალოდნელი საფრთხეები. რძისაგან ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოპლასტმასების წარმოება თანატოლებს ათასწლეულის ინოვაციური კონკურსის ნახევარფინალისტმა გუნდმა „ანაბასისმა“  გააცნო.  გუნდის წევრები არიან: ხატია ჩიბურდანიძე, ქეთათო ნებიერიძე, მარიამ გოგიაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ნიკოლოზ ბოგვერაძე. მათ თავიანთი რძისგან დამზადებული ნივთები - ღილები, მძივები, სათამაშოები წარმოადგინეს.

სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის?“ მასში მონაწილეობა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეთა მიერ დაკომპლექტებულმა ოთხმა გუნდმა მიიღო. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ  თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობები 5 კატეგორიაში მოესინჯათ:

 1. ცოცხალი ბარომეტრები;
 2. ჩვენ და ეკოლოგია;
 3. ბრძნული გამონათქვამები ბუნებაზე;
 4. წითელი წიგნი;
 5. სხვადასხვა

თამაში საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა, შეკითხვები  განკუთვნილი იყო დარბაზისთვისაც, რამაც ჩართულობის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა. 

მე-4 კლასის მოსწავლეების მიერ სკოლის ეზოში ბუნების დაცვის თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

„ანაბასისელებმა“  სკოლის ეზოში მუსიკის ფონზე მხიარული სანახაობა მოაწყვეს და  სიმბოლურად მცენარეები დარგეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება