სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხეოთის საჯარო სკოლა დირექციამ ახალი, მრავალფეროვანი დამხმარე რესურსებით გაამდიდრა
29-04-2021
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებაზე მუდმივად ზრუნავენ. მასწავლებლები გაკვეთილებს საინტერესო, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით ატარებენ. სკოლის რესურსებს კიდევ ერთი თვალსაჩინოება შეემატა - საქართველოს ორი ინტერაქციული რუკა დაწყებითი და საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.

„ოქროს კანონად უნდა იქცეს პირობა: მოსწავლეებს უნდა მიეცეთ უფლება, შეიგრძნონ ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია შეიგრძნონ შეგრძნების დონეზე: ხილვადი-მხედველობით, ხმა-სმენით, სუნი-ყნოსვით, გემო-გემოთი, შესახები-შეხებით“.
/იან კომენსკი/

დაგვეთანხმებით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, აუცილებელია სწავლა-სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება, მათ შორის  ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა, რესურსის სწორი შერჩევა და გამოყენება. ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილოთ თვალსაჩინოებაზე, როგორც სასწავლო რესურსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახეობაზე. 

არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ადამიანი ვიზუალურად ხილულს უფრო იმახსოვრებს, ვიდრე მოსმენილს, უფრო თუ დავაკონკრეტებთ ვიზუალი თვალსაჩინოება მოსწავლეებისთვის პრიორიტეტული საშუალებაა საგაკვეთილო პროცესში.
ამ მხრივ, კიდევ ერთი თვალსაჩინოება შეემატა ჩვენი სკოლის რესურსებს, საქართველოს ორი ინტერაქციული რუკა, დაწყებითი და საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის; საინფორმაციო ბროშურებითა და უამრავი ვიზუალური რესურსით.
ახალმა თვალსაჩინოებამ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მასწავლებლების, ასევე თითოეული მოსწავლის მხრიდან. ფოტოებზე აღბეჭდილია როგორი ინტერესით და  მონდომებით ჩაერთვნენ ბავშვები ჩვენი საქართველოს „შენებაში“.
სკოლის სახელით მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლელა გვრიტიშვილს  ასეთი ძვირფასი შენაძენისთვის. 

ბოლოში, დასკვნის სახით, გვინდა მკაფიოდ გამოვყოთ თვალსაჩინოების გამოყენებით მიღებული რამდენიმე შედეგი: 
სახალისო და საინტერესო სასწავლო პროცესი, აქტიური და წარმატებული მოსწავლე, მიზნის მიღწევით კმაყოფილი მასწავლებელი.

აღნიშნული სამი კომპონენტის ერთობლიობა კი ძლიერი სკოლისა და განვითარებული თაობის არზრდის უდავო საწინდარია!“- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება