სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ კალიგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა
28-04-2021
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინო კუსიანმა ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გმართულ კალიგრაფიის კონკურსში - „ქართული ხელნაწერი“ გაიმარჯვა.

ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მასში საჩხერის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პირველ ეტაპზე შემოსული ნაშრომებიდან 10 საუკეთესო კონკურსანტი გამოვლინდა:

1. ირაკლი ცუხიშვილი;
2. გიორგი თურმანიძე;
3. ნინო კუსიანი;
4. თამარ ქურდაძე;
5. თინათინ კირვალიძე;
6. მარი შაორშაძე;
7. გიორგი აბესაძე;
8. ანა ჩხიტუნიძე;
9. მარიამ გიორგაძე;
10. ელენე ფალავანდიშვილი.

საპრიზო ადგილების მოსაპოვებლად კონკურსის დასკვნითი ნაწილი სოფელ არგვეთში, პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მათ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

„საჩხერის პირველი საჯარო სკოლა მადლობას უხდის მერიის კულტურის სამსახურს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით კალიგრაფიის კონკურსის  გამართვისათვის და ულოცავს პირველი ადგილის დაკავებას სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს, ნინო კუსიანს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება