სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
28-04-2021
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების მასწავლებელის, ინგა ფხაკაძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს პროექტის - „დედამიწა ჩვენი სახლია“ პრეზენტაცია.

პროექტის მიზანი გარემოსდაცვითი ცოდნის შეძენა, მოსწავლეებში ეკოლოგიური აზროვნებისა და კულტურის ჩამოყალიბება და  გარემოსდაცვითი უნარების გამომუშავება იყო. 
 
პროექტის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც მოეწყო. მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს და ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითხებზე: დედამიწის დღის თარიღის აღნიშვნის ქრონოლოგია, ადამიანი და ბუნება, გარემოს დამაბინძურებლები, ეკოლოგიური საფრთხეები, კოვიდ-პანდემია და როგორ დავიცვათ ბუნება.

პრეზენტაციის შემდგომ გამართულ დისკუსიაზე მეხუთეკლასელებმა გარემოსდაცვითი ცოდნა გამოავლინეს. მოსწავლეებმა დედამიწას ნახატები და ესეები მიუძღვნეს, დაამზადეს საგანმანათლებლო ეკოლოგიური შინაარსის ფლაერები  და სკოლის ეზოში დარგეს მწვანე ნარგავები.

სკოლის დირექციამ ნორჩი ეკოლოგები სიგელებითა და დიპლომებით დააჯილდოვა.

„დირექცია მადლობას უხდის ბუნებისმეტყველების მასწავლებელს და მე-5 კლასს საინტერესოდ განხორციელებული პროექტისთვის,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება