სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუხრანის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
27-04-2021
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის მანანა პეპანაშვილის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ. 

მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაზეთი - „დედაენა - მსოფლიოს მერვე საოცრება“ გამოუშვეს. გაზეთის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები - ანრი ყალიონაშვილი, ნინო ფოლადიშვილი და ანდრია ბაბაშვილი. 

მეოთხეკლასელებმა მოაწყეს კუთხე, სადაც გამოფინეს დედაენის სახელმძღვანელოები და გააფორმეს თავიანთი შესრულებული ნახატებით. შეისწავლეს ამ დღისადმი მიძღვნილი ლექსები. 
 

IVა კლასმა ასევე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნა დედამიწის დღე. 

მოსწავლეები ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობას გაეცნენ და ჩაერთვნენ გარემოსდაცვით აქტივობებში - დაასუფთავეს თავისი ბაღი, დარგეს ყვავილები.

მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ კლასის საათი -  „გვესმოდეს ხის გულისცემა“ (დედამიწის ფილტვებს მოფრთხილება სჭირდება). მოაწყეს პლაკატების გამოფენა: „დედამიწა ჩემი სახლია“; „მეტი ხე , მეტი სუფთა ჰაერი“; „დედამიწა ადრე - ახლა“; „კორონავირუსი უტევს დედამიწას“.

„ჩვენი არაჩვეულებრივი მეოთხეკლასელები გვპირდებიან, რომ სასკოლო ცხოვრებაში კვლავ აქტიურად ჩაერთვებიან“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება