| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ( ხელმძღვანელი მაია არახამია ), eTwinning -ის ჯგუფის ( ხელმძღვანელები: იზოლდა ხვიჩავა, ირინა სოსელია, მზია ქარდავა ) და „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“- ის ეკოკლუბის ( ხელმძღვანელი მზია ქარდავა) ერთობლივი ძალისხმევით დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა სახელწოდებით: „გახადე ყოველი დღე დედამიწის დღედ!“
მიზანი იყო მოსწავლეთა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მათი ყურადღების მიპყრობა გარემოში მიმდინარე ცვლილებებისადმი, ეკოლოგიური პრობლემების წარმოდგენა და მისი დაძლევის გზების ძიება.
ბუნებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობის გაზრდა, მის დაცვაზე ზრუნვა.
პირველ დღეს - 15 აპრილს მონაწილეებმა ნახატები, პოსტერები, გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო მიმართვები, პლაკატები და ბუკლეტები შექმნეს. მეორე დღეს -16 აპრილს ინტელექტუალური თამაში გაიმართა, 19 აპრილს ფილმის ჩვენება მოეწყო და მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე: „დედამიწა ჩვენი სახლია!“ 20 აპრილს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. 21 აპრილს გამწვანების აქცია მოეწყო. 22 აპრილს კი ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „გავუფრთხილდეთ დედამიწას!“ კვირეული საზეიმოდ დაიხურა.
სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ