სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქარელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვეს
26-04-2021
-
+


ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „ნუშების თოვლი“ მიიღეს მონაწილეობა.

კონკურსი ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებების გამოვლენას ისახავდა მიზნად, ნომინაციები კი მოიცავდა თხრობის სხვადასხვა ჟანრს - რომანს, მოთხრობას, ნოველას, ესეს, ლექსს, პიესას, რომელიმე ქართული ნაწარმოების კრიტიკასა და უცხოური ნაწარმოების ქართულს თარგმანს. 

ჟიურის რჩეული ნომინაციაში „საუკეთესო ლექსი“ ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე, ბარბარე აბაშიშვილი გახდა. 

გთავაზობთ ბარბარეს ლექსს:

„აი ია და თანაი“

„საქართველოი ოდითგან დიდებულია რჩეული!
მასში მცხოვრები ერები არიან ყოვლად რეულნი,
ქართველთ ასწავლეს ზნეობა, მისაღებ ანაზნეულნი,
არვის დაჩაგრავს ქართველი, მისთვის ეს არის ზნეული.
ქართველს სისხლში აქვს გამჯდარი ღმრთისადმი მორჩილებაი,
არვის სიწმინდეს შებილწავს, აროდეს მოკნინებაი
და არც არავის აპატივს, თვის რწმენის შეგინებაი.
ქართველთ წესად აქვს სიწმინდეთ დაცვა და გაფრთხილებაი
საქართელოი უძველეს-დავით, თამარის, შოთაის,
იყო და არის მარადის, დიდებულების ჩვენაის.
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას არვის დავუთმობთ
არაის, სანამდე დედამიწაი ისუნთქებს ყოველ ხანაის.
შვილებს გადავცემთ სიყვარულს, სამშობლოს ამისთანაის,
შვილებმა უნდა შეიგრძნონ ჭირი და ლხინისთანაი.
მუდამ ახსოვდეთ ანბანი-,,აი-ია და თანაი“,
არ მოეშალოთ ქართველებს აკვანთან ტკბილი ნანაი.
მიყვარხარ, ჩემო სამშობლოვ, ტკბილი ხარ ოდითგანაი,
მიყვარს ქართული ჰანგები, თბილი არს როგორც ,,მამაი“,
ჩვენს წინაპრების ძვლებს ვფიცავთ, ვიყოთ კეთილნი თანაი,
მათს საფლავებზე დაჩოქვით თაყვანს ვცემთ მამა-პაპაი.“
 
ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“ ჟიურის რჩეული მე-9 კლასის მოსწავლე ნინო მაზმიშვილი გახდა (გ.ლეონიძის „ნატვრის ხე“)

„გილოცავთ,ჩვენო საამაყო მოსწავლეებო ამ წარმატებას გილოცავთ,სკოლას,მასწავლებლებს,ყოველთვის გვინდა თქვენით ვიამაყოთ!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება