სიახლეები
სკოლები

„შინაგანად მუდმივად თან მდევს სიმარტოვის განცდა“ - გაიცანით, თბილისის N94 სკოლის შემოქმედი პედაგოგი ეთო სააკაშვილი
26-04-2021
-
+


„სკოლა ჩემთვის სცენაა, სადაც სულ ბედნიერი და მხიარული უნდა ვიყო“ -  ვკითხულობთ ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლის, ეთო სააკაშვილის მხატვრულ ჩანახატში. მასწავლებელი ლექსების წერითაცაა გატაცებული, მისი ფსევდონიმი კი ელისაკია.

გთავაზობთ პედაგოგის ერთ-ერთ ჩანახატს, სადაც იგი საკუთარ თავზე, შინაგან სამყაროსა და მასწავლებლის პროფესიაზე საკმაოდ ემოციურად გვიყვება:

„მე ეთო ვარ...ელისაკი დავირქვი. რას ნიშნავს?- ჩემი ფსევდონიმია...ელი - მოლოდინია, რადგან სულ რაღაც საოცარს ველოდები, საკი კი გვარიდანაა. ასე იქცა ეთო სააკაშვილი ელისაკად...ამბობენ უცნაური ხარო. ალბათ, იმიტომ რომ ცნაური არ ვარ. ძნელია ჩემი ამოცნობა, შინაგანად მუდმივად თან მდევს სიმარტოვის განცდა. სევდისფერში ვხედავ სამყაროს, თუმცა სახეზე ღიმილი მაქვს და  გარეგნულად ღიმილისფერი ვარ...თოჯინები მყავს მათ ჩემი. საყვარელი ადამიანების სახელები ჰქვიათ. როცა ძალიან მომენატრებიან მათ ვეფერები...

ქარი არ მიყვარს, ქარიან დღეს უღიმღამო ,უსიცოცხლო დღეს ვეძახი...რატომ ვარ მასწავლებელი? ბავშვები მიყვარს. ისინი ღმერთის თვალებით მიყურებენ. სკოლა ჩემთვის სცენაა, სადაც სულ ბედნიერი და მხიარული უნდა ვიყო ,რათა ბავშვებს სიხარული მივანიჭო...დღეებს ფერებად ვყოფ. საყვარელი ფერი მწვანეა...ამბობენ პოეტი ხარო...არ ვიცი მე უბრალოდ ჩემს ფიქრებს ვწერ....მე ელისაკი ვარ. 

გთავაზობთ ეთო სააკაშვილის რამდენიმე ლექსსაც:

***
პოეზიას უნდა გავყვე ცოლად...
რომანტიკა წავიყოლო მზითვში...
რა რთულია ხელოვანთან ყოფნა. 
საათებსა და ჟამს ატარებს ფიქრში. 
ვერ გაიგებ რა ახარებს, რა სწყინს.. 
მხოლოდ ლექსით ამოიცნობ მართალს.
 პოეტი ხომ უცნაურად ხედავს 
და ამიტომ ის არავის არ ჰგავს.. 
არ აწუხებს მატერიის ფიქრი 
არც ქონა და უქონლობა სტანჯავს...
ხელოვანი- სიყვარულით გიჟი 
უცნაური აზრები რომ დააქვს. 
პოეზიას გავყვებიო ცოლად.. 
რომანტიკას გავიყოლებ მზითვში..
 ერთხელ მზესაც უნდა ვეფეროვო. 
რა თქმა უნდა, ილუზიით, ფიქრში...
დღემდე ასე დარჩენილა ბავშვად 
სულში დარჩა უსაშველო ბინდი...
არაფერი მატერიის არ სწამს 
და განიცდის სიყვარულის შიმშილს...
ბოლოს მიხვდა ბევრი ფიქრის მერე 
რატომ ჰქონდა მარტოობის განცდა...
არაფერი არ უნდოდა ქვეყნად
 ჭეშმარიტი სიყვარულის გარდა.. 
დაიკარგა ადამეთის ბრბოში..
 გაირიყა მარტო დარჩა მესთან..
სითბო სურდა, ხო მზესავით მწველი..
 და გაიქცა სითბოსათვის მზესთან..

****
მაგ გამოხედვით ქალაუ. 
გულში რად მტყორცნე ისარი..
დავიწყებული მყავდი და 
უცებ გიცანი... ის არი...
მაშინ სად გქონდა ნაოჭი.. 
არც სევდისფერად ელავდი.. 
მე გამოხედვა ვიცანი 
მივხვდი, კვლავ შენზე ვღელავდი.
 რა შორს იყავი მზერამდე. 
სულ არ მახსოვდი მეგონა.. 
დღეს ქალი გნახე სურათში 
მე კი ის ბავშვი მეგონა.. 
სულ დამავიწყდა სხვისი ხარ.. 
მე კი გრძნობები გიამბე.. 
ქალავ, დახარე თვალები.. 
ქალავ, ნუ მაფორიაქებ.. 

******

დღესაც ქარია.. სიყვარულის ვიგრძენ შიმშილი..
ღამის უკუნი მოსდებია მიწას ნიადაგ...
მოდი, გეძახი, გელოდები არ ჩანხარ ისევ...
არა მჯერა, რომ დაგაგვიანდა...

*****
რა გაუძლებს ამ საშინელ ქაოს...
ქვეყნად მეფობს ბოროტების ჰანგი..
გავურბივარ თვით საკუთარ თავსაც...
დამფრთხალია, სადღაც გარბის ხალხი..
ქართველი კი ქართველს ესვრის ტყვიას
..იუდასთან ჩახუტულნი ვცეკვავთ..
აქვე ახლოს არ ინდობენ ქალებს..
სიძულვილის ზარი რატომ რეკავს?
არ შეჩერდა ერთმანეთის მტრობა..
ოცდაათი ვერცხლი ისევ ფასობს..
სიყვარული შორს გამდგარა ჩვენგან..
ბოღმა- გესლი რატომ გვახრჩობს ხალხო?..
ყველას სახე დაუკარგავს თვისი..
აირია ერი, ბერი, მღვდელი..
სიხარული ჩაანაცვლა სევდამ, 
მე კი ისევ სულელივით ვმღერი...
მინდა ყველა იღიმოდეს ირგვლივ..
სიხარული კელაპტრებად გვენთოს...
ნუ დაგვტოვებ იუდასთან ერთად..
სიყვარული დაგვიბრუნე ღმერთო...

*********
პასუხი გალაკტიონს

უსიყვარულოდ მზე კვლავ ამოდის ცის კამარაზე.
სიოც დაქრის და  ტყეც შრიალებს სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ დარჩა დღემდე უკვდავება და 
კვლავაც არსებობს უკვდავება უსიყვარულოდ...
ეს თქვენ გგონიათ, გალაკტიონ,  რომ 
სიყვარული უკანასკნელი პირველს ახარბებს...
გთხოვთ, დამიჯერეთ სიყვარული არც კი არსებობს 
მაპატიეთ და მგონი აჭარბებთ...
ან იქნებ მაშინ თქვენ დროს ჰქონდა ფასი სიყვარულს..
როს ყვავილივით უჭკნობ ქალთა გწვავდათ ღელვები..
ახლა სადღაა სიყვარული, სრულიად მოკვდა..
დარჩა უბრალო, მშრალი ვნებები...
უსიყვარულოდ მზე კვლავ ამოდის ცის კამარაზე...
დააფრიალებს ყვითელ ფოთლებს შეშლილი ქარი..
უსიყვარულოდ   დარჩა ახლა მთელი სამყარო..
მზეც ჩაესვენა, უკვდავებაც გამქრალა ლამის.
დღეს მოდაშია ლანძღვა, გესლი, შური და მტრობა...
აღარც ნდობაა ერთმანეთის, არც სიბრალული...
და არ არსებოს, გალაკტიონ, მოკვდავ კაცთაგან 
თქვენ რომ გვიამბეთ ქვეყანაზე ის სიყვარული....

მერე რა თუ მიყვარდი და შენზე ლექსებს ვწერდი..
მერე რა თუ გელოდი და სულ ამაოდ მწამდი..
ჩვენი გზები დღეს გაიყო, ახლა ვიცი ზუსტად..
მართლა წადი
,გევედრები არ დაბრუნდე უკან..
სად შეეენ, სად მეეე, ცის და მიწის უფსკრულია პირამდის..
ერთხელ კიდევ მაპატიე,რომ ძალიან მიყვარდი.
მერე რა თუ დავთვერი და ამეშალა ვნებები ,
უსათუოდ დაგივიწყებ, შენს გულისთქმას ვნებდი..
მე წავედი.. უშენობა ვიცი მართლა ძნელია.
ამ წუთიდან ეს სამყარო ჩემთვის ცარიელია...
ჩემი მუზა იყავი და ვერ გაიგე რატომღაც.
ამ საშინელ ხმაურშიც კი უსაშველოდ მარტო ვარ..
სად შენ...სად მე..ცის  და მიწის უფსკრულია პირამდის...
მაპატიე, გევედრები, რომ ძალიან მიყვარდი...

********
ვერ გაგიმეტე დასავიწყებლად..
ხვალინდელ დღეზე იმედით ვცოცხლობ..
თავში ათასი ჩამესმის სიტყვა..
ხვალ რა იქნება და ანდა როგორ?
გელაციცები ილუზიიდან..
და ღამის სივრცე დღედ იქცა ლამის..
უსიყვარულოდ არ შემიძლია არც ერთი წუთით.
არც ერთი წამით. .წეღან ფიქრებით შეგავლე თვალი..
ვეღარ გამოვდე ფიქრს კაუჭები..შენ ისე შორს ხარ.. 
შენ ისე შორს ხარ...და მე კი მაინც გებღაუჭები..
**************
ტარიელ ხარხელაურის შთაგონებით
მანძილი შენამდე დიდია..
ამ ლექსით ძალიან ახლოს ხარ..
შორს სადღაც ყვავიან ატმები..
მარტოდ ვარ..
ხანდახან ძალიან ჩემად გთვლი, 
ხანდახან ყველასგან გავრბივარ..
ბავშვივით მორცხვად ვხრი წამწამებს..
ქალი ვარ...
ამინდი საგრძნობლად მშვიდია ,
ქარი ვერ მოგიტანს ჩემზე ჭორს.
მერე რა თუ მომენატრები?
მაინც გავიღიმებ საეჭვოდ.
ჩემს ჭკვაზე გადამყავს სამყარო.
ამინდი იცვლება, მარტია..
შორი მანძილიდან შემხარი.
ვფიქრობ, სითამამე გაკლია..
ხომ ხედავ ვარსკვლავნი აენთნენ..
ყველა ფიქრს დღეს ჩემკენ მიყავხარ..
მუდმივად რაღაცა გაწვალებს..
დროა გამოტყდე რომ გიყვარვარ...
შენს გულში მუდმივად ბინდია.
ჩემი მონატრებით ღონდები.
მეც ისევ ისეთი გიჟი ვარ,
 წლებმა ვერ გაცვითა გრძნობები.
დაღამდა ვარსკვლავნი აენთნენ.
ქარი ვერ მოგიტანს ჩემზე ჭორს..
ამბობდი არ მომენატრები..
მნატრობ...მეც ვიღიმი  საეჭვოდ..

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება

განათლების ყოფილი მინისტრი, ახლახანს, მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები
 
 
 

მოსწავლეების ტესტირება იწყება - რეგისტრაციის ვადები და დეტალები

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მსგავსი ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყნის ისტორიის საფუძვლიანი გააზრებისათვის

პედაგოგმა პატარების სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პირველი საანბანო გაკვეთილისთვის საკლასო ოთახიც საზეიმოდ, თემატურად მორთო

მასწავლებელი ამაყად აღნიშნავს, რომ ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას

მოსწავლეებმა ერთად აღნიშნეს შემოდგომის სილამაზე და სიხარული
 
საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება