სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ბუნებაზე“ - გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეების გზავნილი მსოფლიოს
26-04-2021
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეუერთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს და დედამიწაზე ზრუნვის აქციას გუდაურის საჯარო სკოლაც შეუერთდა:

მასწავლებლის, მარინე ბურდულის ინიციატივით, სკოლაში აღინიშნა დედამიწის დღე და ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება. 1-7 კლასების მოსწავლეებმა მოაწყვეს საკუთრი თვალით დანახული „დედამიწის“ ნახატების გამოფენა; გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდები ცლილებებისთვის“ მიერ ორგანიზებულ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ნახატების კონკურსში - „ადამიანი და დედამიწა“. მეოთხეკლასელებმა კი წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელშიც ისაუბრეს ჩვენი პლანეტის ჩამოყალიბების შესახებ, მის წლოვანებაზე, აგებულებაზე; ნიადაგის, ცოცხალი ორგანიზმების, ატმოსფეროს მნიშვნელობაზე.

გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაცნობიერებული აქვთ, რომ თითოეული მოქალაქე ვალდებულია იზრუნოს დედამიწაზე. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და თავისი ქმედებით ზიანი არ მოუტანოს ჩვენს პლანეტას. გაუფრთხილდეს და იზრუნოს ბუნებაზე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები კიდევ 6 საგანში ცნობილია

სასკოლო ფორმის გადაცვლა 14 დღის ვადაში შეგეძლებათ, ყიდვას მხოლოდ ბარათით ან გადარიცხვით შეძლებთ - მინისტრის ბრძანება

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება