„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - იანეულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს
26-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ლოზუნგის - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ ქვეშ სხვადასხვა ტიპის აქტივობები განახორციელეს. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია და იმსჯელეს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და გაფრთხილება. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გზა მოხატეს.