სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჯარო ბიბლიოთეკას ეწვივნენ
26-04-2021
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებას ეწვივნენ.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა ცნობილი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე პრეზენტაცია გამართეს. მათ მწერლის ცნობილი ზღაპრიდან „ჯელსონმინო ცრუთა ქვეყანაში“ რამდენიმე ეპიზოდი დიორამებისა და ხმოვანი ანიმაციის სახით წარმოადგინეს, რაც ბიბლიოთეკარებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.

სკოლაში გაიმართა ღონისძიებაც, რომლის ყველაზე საინტერესო ნაწილი ზღაპრის გმირებთან ინტერვიუ აღმოჩნდა - მოსწავლეებმა რესპონდენტისა და ჟურნალისტების როლები გადაინაწილეს და დეტალურად იმსჯელეს პერსონაჟების უცნაურ ხასიათებსა და ქმედებებზე.

პედაგოგ ნათია ცინცაძის განმარტებით, შეხვედრის მიზანი წიგნის პოპულარიზაცია, ტექსტის გაგება- გააზრება, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება და მოსწავლეების ბიბლიოთეკასთან დაახლოება იყო. 

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა სიმბოლურად, წიგნის საერთაშორისო დღეს, ერთმანეთს საჩუქრად წიგნები გადასცეს და ბიბლიოთეკის ფონდები დაათვალიერეს,  გარდა ამისა, ისინი მკითხველებად დარეგისტრირდნენ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება