| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში I, II და III კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და სცენაზე გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები: „ნუცას სკოლა“, „მუქთამჭამელა“, „ჩიტი და მელა“, „კეთილი სანდრო“, „სწავლაზე ზარმაცი, ლეკურზე მამაცი“ და სხვა.
მეორე კლასმა წარადგინა შოთა ამირანაშვილის - „ხე და მისი ბინადრები“. მესამე კლასში კი ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც გამარჯვებული გამოვლინდა.
მოსწავლეები გაეცნენ ქართული ენის დღის დაარსების ისტორიას. აქტივობა პედაგოგების ელისო ჩუბინიძის, ფატმან კლდიაშვილისა და თამარ ზარნაძის ორგანიზებით გაიმართა.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, საქართველოში 1990 წლის 14 აპრილიდან დედაენის დღე აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ