სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახშირღელის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
26-04-2021
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარებული ღონისძიებებით აღინიშნა.

განსაკუთრებული აქტიურობით სკოლის V,VI,VII და I კლასის მოსწავლეები გამოირჩეოდნენ.

მე-5 კლასში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელებმა შექმნეს პოსტერი თემაზე - „დედაენა ქართველ პოეტთა ლექსებში“. 

VI კლასში, მასწაველებელ მაია მელუავას ხელმძღვანელობით, ჩატარებულ საინტერესო ღონისძიებაში მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების  პირველი ნაწილი პროექტის -  „წიგნების    ძველი    კარადა“ პრეზენტაციას დაეთმო. მოსწავლეებმა  დამსწრეებს   პროექტის განხორციელების ნაბიჯები გააცნეს და საინტერესო ინტერვიუები წარუდგინეს.   

ღონისძიების მეორე ნაწილი მინი-ლექციას „14  აპრილი-დედაენის დღე“ დაეთმო. მოსწავლეებმა ახალგაზრდა მწერლის, გელა  ბუიღლიშვილის ესსე  - „მილეთსმოწყვეტილნი“ წაიკითხეს. გაიმართა ინტელექტუალური თამაში ქართული ენის ისტორიაში. 

VIII კლასელებმა შექმნეს კედლის გაზეთი თემაზე -  „14 აპრილი დედაენის დღეა“.

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე პოსტერის შექმნით აღნიშნეს. 

პირველკლასელებიც, დამრიგებელის (ი.არევაძე) ხელმძღვანელობით, კალიგრაფიის კონკურსი ჩაატარეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება