| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N10 საჯარო სკოლაში რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ დაგეგმილი პროექტი სახელწოდებით - „არა სიძულვილის ენას“ აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს ფასილიტაციას უწევს ისტორია-სამოქალაქოს განათლების მასწავლებელი ქეთევან დიასამიძე და პროექტში ჩართული გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიკა ზაქარაძე.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი აქტივობა, რომელთაგანაც რამდენიმე უკვე განხორციელდა.
„გვქონდა კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო აქტივობა, სადაც მოწვეული გვყავდა ამავე სკოლის დირექტორი დ. ეცადეიშვილი და აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ბატონი ცოტნე ანანიძე, რომელთანაც შედგა საინტერესო კოლაბორაცია. გაიმართა დისკუსია, ბატონმა ცოტნემ მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა, ასევე მოსწავლეებს ესაუბრა სიძულვილის ენის პრევენციულ ღონისძიებებზე. მან მადლობა გადაუხადა სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ქეთევან დიასამიძეს, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ მოსწავლეებში ჩამოაყალიბოს ის ღირებულებები, პასუხისმგებლობა და უნარ-ჩვებები, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, სიღრმისეულად განიხილეს სიძულვილის ენა და მისი მახასიათებლები მსოფლიოში, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს იგი, როდის იძენს სამართალდარღვევის ხასიათს სიტყვის თავისუფლად გამოხატვის ფორმა და ა.შ.. მოსწავლეებმა მოიფიქრეს სიძულვილის ენის საწინაარმდეგო ლოზუნგები, რომელსაც უახლოეს დღეებში პოსტერების სახით დაბეჭდავენ და გაავრცელებენ თავიანთ თანატოლებში ცნობიერების ასამაღლებლად. მოეწყობა კვირეული. პროექტს ფასილიტაციას უწევს ბათუმის მე-10 საჯარო საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქოს განათლების მასწავლებელი ქეთევან დიასამიძე და პროექტში ჩართული გრ.რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიკა ზაქარაძე.
მოსწავლეების კითხვას, რა არის სიძულვილის ენა მე-7-ე კლასის მოსწავლე ე.ჯორბენაძე პასუხობს: „სიძულვილი არის ის, რომ საწამლავი დალიო, და დაელოდო სხვის სიკვდილს“ - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ