| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N192 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნეს.
VI2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის ნინო კოჭლამაზაშვილის ხელმძღვანელობით, გამწვანების აქცია ჩაატარეს.
აქტივობის ლოზუნგი იყო - „გავუფრთხილდეთ ბუნებას, გავუფრთხილდეთ დედამიწას, -მაშასადამე, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“.
„ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ამიტომ ერთმანეთზე ზრუნვას სიჯანსაღეზე ზრუნვით ვიწყებთ. სიჯანსაღის შენარჩუნების წინაპირობა კი ჯანსაღ ბუნებაში ცხოვრებაა. ასე ერთმანეთზე აკინძული ჯაჭვის პირველი და უალტერნატივო რგოლი ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. ასეთი სარეკრეაციო გარემოს შექმნით კი ჩვენ ერთმანეთის სიყვარულს ვამტკიცებთ.
გვიყვარდეს ერთმანეთი, შევუქმნათ ერთმანეთს ჯანსაღი გარემო“, - აღნიშნავენ ნორჩი ბუნებისმცველები.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო მას 1970 წლიდან აღნიშნავს. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ