სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქარელის N1 საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია მოეწყო
23-04-2021
-
+


ქარელის N1 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს  და გარემოსდაცვით, გამწვამების  აქციას ქარელის N1 საჯარო სკოლის მე-8 „ა“ კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. აქტივობის ინიციატორი კი ბიოლოგიის პედაგოგი, ნინო კარელიძე გახლდათ.

ქარელის N1 საჯარო სკოლის I „გ“ კლასის მოსწავლეებმა კი დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გამოფენა მოაწყვეს სახელწოდებით - „პატარების თვალით გაფერადებული დედამიწა!“. l „გ“ კლასის მოსწავლეებმა, შემდეგ სკოლის ეზოში გადაინცვლეს, სადაც.კლასის დამრიგებლის - იამზე გონგლაძისა და მშობელთა ინიციატივით, დარგეს  მცენარეები. პატარები ხალისითა და მონდომებით რგავდნენ თითოეულ მცენარეს.

„მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა სკოლის გარემოს გალამაზებაში!  ყოველთვის გახსოვდეთ, ჩვენო პატარებო, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია! „დაიღალა დედამიწა, დავეხმაროთ ბრუნვაში, დახმარება გამოვხატოთ მოვლასა და ზრუნვაში!“, - აღნიშნულია ქარელის N1 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

ამ  აქტივობებით კი, მოსწავლეებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, გავუფრთხილდეთ გარემოს და არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ დედამიწა ჩვენის სახლია.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება