სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედამიწას საუბარი რომ შეეძლოს...“ - დარკვეთის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა
23-04-2021
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის, დარკვეთის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს  და გარემოსდაცვით  აქციას დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელ - ანნა ქავზინაძესთან ერთად, განახორციელეს პროექტი - დედამიწის დღის აღსანიშნავად. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, დაწერეს თხზულება - „დედამიწას საუბარი რომ შეეძლოს...“ , რომელიც იქვე წაიკითხეს და გააანალიზეს; ასევე  დაამზადეს საინტერესო პლაკატები, რომლებიც ასახავდა დედამიწის მდგომარეობას და შემოგვთავაზეს გამოსავალი -  რა შეგვიძლია, გავაკეთოთ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

„ასევე წავიკითხეთ ლექსი - „მე ვარ ადამიანი“. დღის მეორე ნახევარში კი,  მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეგვხვდა მღვიმევის ტაძრის წინამძღვარი - მამა თადეოზი, რომელმაც დაგვლოცა, გვესაუბრა და წარმატებები გვისურვა ჩვენს საქმიანობაში.

დღის ბოლოს მოსწავლეებმა დარგეს სკოლის სკვერში სხვადასხვა ჯიშის ყვავილები“, - აღნიშნულია დარკვეთის საჯარო სკოლის პედაგოგის, ანნა ქავზინაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება