სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„მშვენიერი იდეაა და ისედაც დაგვიანებული“ - თბილისის N21 სკოლის დირექტორი თამარ ამზაშვილი ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე
13-04-2021
-
+


„მშვენიერი და ისედაც დაგვიანებული ინიციატივაა“ - ასე ეხმიანება თბილისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ამზაშვილი ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენეკელის ინიციატივას, რომელის მიხედვითაც უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან, კლასგარეშე მუშაობა და ა.შ.

„დიდი აჟიოტაჟია ატეხილი სხვადასხვა ჯგუფში განათლების სამინისტროს ინიციატივაზე, ეროვნული გამოცდებზე სასკოლო ქულასა და მასწავლებლების რეკომენდაციებთან დაკავშირებით. რაც ყველაზე ცუდია, თვითონ მასწავლებლები განიხილავენ ამ ფაქტს კორუფციის გარდაუვალ წყაროდ, რითაც არაპირდაპირ ადასტურებენ საკუთარ კორუმპირებულობას.

რაც შეეხება ამ ინიციატივას საქმე იმაშია, რომ მთლიანად იცვლება მესამე საფეხურის სასწავლო გეგმა. ხდება უფრო ფუნქციური და დიფერენცირებული. მოსწავლეს შესაძლებლობა ეძლევა აირჩიოს მისთვის საჭირო საგნების გაღრმავებული შესწავლის ვარიანტი. ძლიერდება STEM-ის საგნების კომპეტენცია და ეს ყველაფერი ძალიან კარგია.

ერთადერთი რაც ამ მიმართულებით მაფიქრებს, არის სკოლებში დანერგვა/განმტკიცების მომენტი. ვფიქრობ, ამ პროცესს წინ უნდა უსწრებდეს უშუალოდ მესამე საფეხურის ავტორიზაცია. ყველა სკოლას არ აქვს შესაბამისი რესურსი და კომპეტენცია განახორციელოს ეს ძირეული ცვლილებები. ეს ყველაფერი მსჯელობის საგანია.

მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია უნივერსიტეტების მზაობაა სკოლებთან კავშირისა და მათთან არსებულ პროგრამებზე შესაბამისი სტუდენტების მიღებისას. ფაქტია, რომ უნივერსიტეტსა და სკოლას შორის უნდა არსებობდეს კავშირი. უნივერსიტეტი უნდა არჩევდეს კონკრეტული პროგრამებისთვის ეფექტურ კადრებს. ეს არ არის უცნაური და ყველა ქვეყანაში ასე ხდება. აქ ალბათ საჭირო იქნება უმაღლესი დაწესებულებების მხრიდან გამართული ფორმულების შედგენა, სადაც სკოლის მხრიდან ინტერპრეტაციებს ადგილი ვერ დარჩებათ.

სკოლის დირექტორებს წელიწადში რამდენჯერმე გვიწევს საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებებში ჩვენი მოსწავლეების დახასიათება და ბოლო 3 წლის შეფასების გაგზავნა. დახასიათება ემყარება კონკრეტულ კითხვებს და ასახავს სკოლის მოსწავლის განვითარების პროგრესს. შეიმუშაონ ასეთი მიდგომები ჩვენმა უნივერსიტეტებმა. ამით ხელი შეეწყობა სკოლასა და უმაღლეს დაწესებულებებს შორის ბმასაც და შესაბამისი კადრების შერჩევასაც. სხვა საქმეა დაფინანსების სისტემა, რომელიც ასევე შესაცვლელია. ამდენი რამეა გასაკეთებელი და რაღა კორუფციას უნდა გადაყვეს. მშვენიერი და ისედაც დაგვიანებული ინიციატივაა“, - აღნიშნა თამარ ამზაშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

„თუ პირი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ვალდებულია, სწავლის 50% დაფაროს საკუთარი სახსრებით“...

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება