სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ზესტაფონის ეტალონ მოსწავლეს“ მერიამ ფულადი პრიზი გადასცა
29-11-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად, „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ზესტაფონის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, რესურსცენტრის უფროსი თორნიკე კახნიაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მაია ხვედელიძე, ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი განათლების საკითხებში თამარ ლურსმანაშვილი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ერეკლე ლომთაძე დაეუფლა. 

იგი გამარჯვების საიდუმლოს გვიმხელს და მომავალ „ეტალონელებს“ რჩევებს აძლევს:

„მიზნად დავისახე გამარჯვება, მოვინდომე და გავხდი „ზესტაფონის ეტალონის“ გამარჯვებული. ძალიან გახარებული ვარ შედეგით. მომავალ „ეტალონელებს“ ვურჩევ, დაისახონ მიზანი და ამ მიზნის შესრულებისთვის ყველაფერი გააკეთონ.“

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა ზესტაფონის ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებულს ფულადი პრიზი 300 ლარის ოდენობით გადასცა, ხოლო დანარჩენ სამ ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეს - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი.“

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე აღნიშნავს, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებს ხალისსა და სწავლის სტიმულს ჰმატებს: 

„ნამდვილად კარგი ღონისძიება ჩატარდა. შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. დიდ მადლობას ვეტყვი ბატონ გოჩა ტყშელაშვილსა და მთლიანად შემოქმედებით ჯგუფს. აუცილებელია ეს პროექტი გაგრძელდეს, რადგან ხალისსა და სწავლის სტიმულს ჰმატებს მოსწავლეებს.“ 

მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მაია ხვედელიძე აღნიშნავს, რომ „ეტალონში“ ჩართული მოსწავლეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება:

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს. მისასალმებელია, რომ პროექტს ასეთი სახე აქვს, ვგულისხმობ გასვლით ღონისძიებებს, სადაც ყველას აქვს უფლება, რომ დაესწრონ, ნახონ ჩვენი მომავალი ახალგაზრდობის განათლების დონე და შეაფასონ. ეს პროექტი ცოდნის პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები „ეტალონში,“ - პრიზებიც დავაწესეთ. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს ფულადი ჯილდო გადავეცით 300 ლარის ოდენობით, შემდეგ სამ უმაღლესქულიან მოსწავლეს კი - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი.“ აღსანიშნავია, ერთი ფაქტი - პროექტში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და ეს ძალიან სასიამოვნოა.“

ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თორნიკე კახნიაშილი ღონისძიებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ღირსეულმა გაიმარჯვა:

„ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ღონისძიებით. ნამდვილად ღირსეულმა გაიმარჯვა. ღირსეული კონკურენცია და პაექრობა გაიმართა, იმარჯვებს ის, ვინც კარგად სწავლობს და ემზადება. კიდევ ერთხელ ყველასთვის გასაგები იყო, რომ გამარჯვებას ბევრი სწავლა და მეცადინეობა სჭირდება. „ეტალონი“ ძალიან წარმატებული პროექტია და ჩვენ მომავალ წელსაც მივიღებთ მასში მონაწილეობას.“

ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნათელა ფერაძე თავის მოსწავლეს, ერეკლე ლომთაძეს ახასიათებს და აღნიშნავს, რომ ერეკლე დამსახურებულად დაეუფლა „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს:

„ეტალონი“ ძალიან წარმატებული პროექტია. იგი მოსწავლეებს თავიანთი ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს. რაც შეეხება გამარჯვებულს, მე ერეკლეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ. ის უნიჭიერესი პიროვნებაა, საოცარი ბუნების ადამიანია. ერეკლე ნამდვილად იმსახურებდა ამ დიდ წარმატებას, ვულოცავ „ზესტაფონის ეტალონის“ ტიტულის დაუფლებას.“ 

„ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ერეკლე ლომთაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.


ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება