სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სიახლეა ყველასთვის და მეტ ყურადღებას მოითხოვს“- რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
07-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

თამილა მეგრელი, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ელექტრონული ჟურნალის დანერგვას, ზოგადად, მივესალმები და მომხრე ვარ, სავალდებულო იყოს, თუმცა პედაგოგებს გამოცდილება აკლიათ, გარკვეულ შეცდომებს უშვებენ შევსებისას და არცაა გასაკვირი - სიახლეა ყველასთვის და მეტ ყურადღებას მოითხოვს. თუმცა დარწმუნებული ვარ მალე ყველა ხარვეზი აღმოიფხვრება და სამომავლოდ, არ იქნება ცუდი ელექტრონული ჟურნალის სკოლებში დამკვიდრება.

 მაია ქაჯაია, ხობის მუნიციპალიტეტის, ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ვემხრობი და მიმაჩნია, რომ აუცილებელიც კია ელექტრონული ჟურნალის წარმოება; პედაგოგებიც უკვე მშვენივრად ართმევენ თავს, აღარ უჭირთ მუშაობა, მშობელი კი, თავის მხრივ, ხედავს  შვილის მიმდინარე შეფასებას; უმჯობესი იქნებოდა, შესაძლებელი ყოფილიყო პირველი სემესტრის მიმდინარე შეფასებების ნახვა, მაგრამ უკვე დანერგვის პროცესში, ალბათ ესეც თანდათან გამოსწორდება.

ლალი კაპანაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მოგვწონს ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა და ვემხრობით, სავალდებულო გახდეს სკოლებისთვის. პედაგოგებს რაც შეეხება, მართალია, თავიდან ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ უკვე ყველა მუშაობს და მიეჩვივნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება