თბილისის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
06-04-2021
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ შეასრულეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს მოსწავლეებმა - საბა ჟიჟილაშვილმა და ლევან ჟიჟილაშვილმა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.