სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს გაცემა ამ ეტაპზე არ განიხილება - განათლების სამინისტროს განმარტება
06-04-2021
-
+


მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს გაცემა გაგრძელდება - ეს ფრაზა ახლა უკვე ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წარმოთქვა, თუმცა მას შემდეგ ამ საკითხს გაგრძელება არ მოჰყოლია; ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ აღარავის უსაუბრია და სწორედ ამიტომ, Etaloni.ge დაინტერესდა, განათლების სამინისტრო ამ საკითხის წამოწევას აპირებს თუ იდეა გახარიას გაჰყვა.

კითხვით პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს მივმართეთ, რომელმაც განაცხადა, რომ ოფიციალური სტრუქტურისგან კატეგორიული უარი არ არის. ჯერჯერობით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ვნახოთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ კი აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ჯერჯერობით მუშაობა არ მიმდინარეობს და თუ რამე სიახლე იქნება, ამის შესახებ აუცილებლად გვაცნობებენ.

როგორც გავარკვიეთ, განათლების სამინისტროში მასწავლებლების გამოცდას ელოდებიან - შევხედავთ, როგორ ჩააბარებენ ტესტს პრაქტიკოსები, რამდენი საპენსიო პედაგოგი ვერ დაძლევს ტესტს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მას შემდეგ მივიღებთო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება