| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მას შემდეგ, რაც ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლება განახლდა, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში და პარალელურად, საყვარელი მასწავლებლების დახმარებით, სხვადასხვა აქტივობას ახორციელებენ.
დაუვიწყარი იყო ზესტაფონის N1 სკოლის მე-4 „ა“ კლასში ჩატარებული ქართულის ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი. პედაგოგმა, ნინო დარდაგანიძემ, მოსწავლეებთან ერთად განიხილა გუგული ტოგონიძის მოთხრობა „ხისმაცქერალი კაცის ამბავი“ და ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, განეხორციელებინათ მრავალფეროვანი აქტივობები.
„სამუშაო პროცესი, მართლაც, რომ საინტერესო გამოვიდა. მოსწავლეების ხელით დამზადებული, ქალაქისთვის საჭირო დეტალებით, შეიქმნა მაკეტი; შემაჯამებელ, დასკვნით გაკვეთილზე კი, ბავშვებმა წარადგინეს კომპლექსური დავალება, რომელსაც პრესკონფერენციის სახე მისცეს; პერსონაჟებმა თქვეს ის, რაც ტექსტში შეფარვითაა გადმოცემული. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა იდეა, მოსწავლეებს სკოლის ეზოში, კლასის სახელზე დაერგოთ ხე, რომელიც ბავშვობის ტკბილ მოგონებებთან იქნება დაკავშირებული ისე, როგორც, ეს ტექსტში მთავარი პერსონაჟისთვის არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნულია ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ