სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლას უფლება აქვს, მასწავლებელი და მოსწავლე ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე შეამოწმოს - ყურადსაღები პუნქტი კანონში
06-04-2021
-
+


განათლების შესახებ კანონი მასწავლებელს, მშობელსა და სკოლას გარკვეულ უფლებას ანიჭებს და ვალდებულებებსაც აკისრებს; მათ შორის ერთ-ერთი პუნქტია - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რომლის მიხედვითაც: მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და არ შეიძლება მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ ინფორმაცია თავიანთ პირად ცხოვრებაზე.

გარდა ამისა: მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებისას და შენახვისას, სკოლა ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით; მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია კი დისციპლინური მონაცემებისგან განცალკევებით უნდა ინახებოდეს.

თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, არის ერთი ყურადსაღები პუნქტი - სკოლას უფლება აქვს, მოსთხოვოს მოსწავლესა და მასწავლებელს, გაიარონ სამედიცინო შემოწმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე.

ასე რომ, თუ ადმინისტრაციას გარკვეული ეჭვები გაუჩნდება პედაგოგის ან მოსწავლის მიმართ, დირექტორს შეუძლია მოსთხოვოს ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე შემოწმება, ოღონდ ის ვალდებულია „უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლის ხელმისაწვდომობა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება