სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალი სკოლის მოდელი“ ჩვენს სკოლაში აქტიურ შემოქმედებით ფაზაშია“ - მარელისის საჯარო სკოლაში პროგრამა წარმატებით ხორციელდება
05-04-2021
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლა მიმდინარე სემესტრიდან ჩაერთო „ახალი სკოლის მოდელში“. სკოლა წარმატებით უწყობს ფეხს ყველა სიახლეს. ამ პროექტში აქტიურად ჩართულები არიან სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. სკოლის მიერ შერჩეული და პრიორიტეტული თემაა „გარემოს დაცვა“. პროექტზე მომუშავე ჯგუფების მიერ შემუშავდა პროექტის გეგმა და საქმიანობაც წარიმართება გეგმის მიხედვით.

სკოლის დირექტორის, ვერა ოდიკაძის თქმით, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სკოლაში შექმნილია პროექტზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია მოტივირებული პედაგოგებით ყველა კათედრიდან, ასევე ჯგუფში გაერთიანებულია დირექტორის მოადგილე და სკოლის დირექტორი.

„სკოლა ყველა სიახლეს წარმატებით უწყობს ფეხს.
სადგურ მარელისის საჯარო სკოლა მიმდინარე სემესტრიდან ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“. ყველა საგნის მასწავლებელი ესწრება საგნობრივ ტრენინგებს, ქმნიან კომპლექსურ დავალებებსა და წარმატებით ახორციელებენ კლასებში. ასევე სკოლის დირექტორისათვის შეხვედრები ტარდება ლიდერობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია სკოლის ყველა პედაგოგის გადამზადება ტექნოლოგიების მიმართულებით. მასწავლებლები ტრენინგზე განხილული საკითხების პარალელურად ქმნიან და ახორციელებენ კომპლექსურ დავალებებს, რამაც ძალიან საინტერესო გახადა სასწავლო პროცესი და მოსწავლეთა ინტერესიც გაიზარდა. პედაგოგები უზიარებენ ერთმანეთს კომპლექსურ დავალებებსა და აძლევენ კონსტრუქციულ უკუკავშირს ერთმანეთს.
საუკეთესო გამოწვევაა  სასკოლო პროექტის განხორციელება მიმდინარე სემესტრის განმავლობაში. სკოლაში შექმნილია პროექტზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია მოტივირებული პედაგოგებით ყველა კათედრიდან, ასევე ჯგუფში გაერთიანებულია დირექტორის მოადგილე და სკოლის დირექტორი. პროექტზე მომუშავე  ჯგუფს გვყავს მხარდამჭერი ლიდერობის ექსპერტი, ნანა გიორგობიანი, რომელიც სისტემატურად ატარებს სამუშაო შეხვედრებს, სათანადო დახმარებას გვიწევს პროექტის მომზადებისა და განხორციელების გზების დასახვაში.
სკოლის მიერ შერჩეული იქნა პრიორიტეტული თემა „გარემოს დაცვა“. პროექტზე მომუშავე ჯგუფის მიერ შემუშავდა პროექტის გეგმა და საქმიანობაც წარიმართება  გეგმის მიხედვით. სამოქმედო გეგმაში გაწერილი გვაქვს საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები, რომელთა განხორციელებაში ჩართულია სასკოლო საზოგადოება: მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, ადმინისტრაცია და სათემო ორგანიზაციები. პროექტის კვალდაკვალ სკოლაში მოიმატა ფუსფუსმა და საინტერესო საკლასო თუ სასკოლო აქტივობებმა. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარებულია რამდენიმე სამოდელო გაკვეთილი, განხორციელებულია კომპლექსური დავალება ბიოლოგიაში, ქიმიაში და ფიზიკაში. შექმნილია სხვადასხვა რესურსი: პოსტერი, ბუკლეტი, მოდელი, რჩევების წიგნი და  ა.შ. ტარდება ვიქტორინები, ეწყობა ერთობლივი ფილმების ჩვენება, ტარდება პრეზენტაციები, ესეებისა და ნახატების გამოფენები, კონკურსები და ა.შ.
 „ახალი სკოლის მოდელი“ ჩვენს სკოლაში აქტიურ შემოქმედებით ფაზაშია და ვიმედოვნებთ წლის ბოლოსთვის ჩატარებული და განხორციელებული აქტივობების საკმაოდ დიდი დამადასტურებელი დოსიე გვექნება. მადლობა პროექტს „ახალი სკოლის მოდელი“. მადლობა სკოლის ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, ყველა ჩართულ ადამიანს აქტიურობისა და შემოქმედებითობისათვის.
წარმატებები მარელისის საჯარო სკოლის საუკეთესო გუნდს“,- აღნიშნავს ვერა ოდიკაძე.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება