სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია ჩატარდა
30-03-2021
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ეკო-კლუბელებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. (ხელმძღვანელი: მზია ქარდავა)  

სკოლის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ეკო-კლუბის წევრების ინიციატივით, სკოლაში  გამწვანების აქცია ჩატარდა.

„აქციაში ჩაერთვნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები: თიკო და თაკო გოგოხიები, ნინო ჯინჯოლავა, ნინო კუხალეიშვილი, სოფი არდია, ირაკლი ძიგუა, მარიამ გობეჩია და საბა არდია.

მოსწავლეებმა თავიანთი საკარმიდამო ნაკვეთიდან მოიტანეს სხვადასხვა სახეობის მარადმწვანე თუ ხეხილის ნერგები და გაალამაზეს სკოლის ეზო.

ასევე, შექმნეს პოსტერები, ნახატები.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ტყის მნიშვნელობასა და მის დაცვაზე; გაცნობიერება იმისა, რომ ტყე გამოყოფს ჟანგბადს, ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, ხოლო სუფთა ჰაერი ჯანმრთელობის საწინდარია და თითოეული ადამიანის მოვალეობაა, გაუფრთხილდეს და დაიცვას თავისი ქვეყნის ბუნებრივი საგანძური.

აქცია ჩატარდა რეგულაციების სრული დაცვით“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

 ახალი მოთხოვნები მაგისტრანტებისთვის 2027 წლიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაშია

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სტუმრებმა ერთად აღნიშნეს ახალი სასწავლო წლის დაწყება
 
მშობელი მადლობას უხდის ბეკამის საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მოსწავლის აღზრდა-განათლებაში ჩადებული შრომისთვის
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება