სიახლეები
სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს
20-03-2021
-
+


განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივი სამწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს.  

აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, მათ შორის, შშმ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, სოციალურად დაუცველი, სკოლის მიღმა დარჩენილი, ანდა სწავლის შეწყვეტის საფრთხის ქვეშ მყოფი ბავშვები. პროგრამა მათ დაეხმარება, მიიღონ ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება. პროექტი დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და 2021-2023 წლებში განხორციელდება.

პროგრამის განხორციელების შედეგად შემუშავდება მასწავლებელთა ეფექტიანი სასწავლო პროგრამები და დამხმარე სწავლა-სწავლების რესურსები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს; შეირჩევა გაუმჯობესებული ფიზიკური გარემოს მქონე  რესურს სკოლები, შეიქმნება სასწავლო რესურსები და გადამზადდებიან სკოლის ხელმძღვანელები, პედაგოგები, საგანმანათლებლო ცენტრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; პარტნიორი სკოლები ბავშვებს უზრუნველყოფენ გაკვეთილების შემდგომი, სასწავლო, გასართობი და ზედამხედველობის ქვეშ თავისუფალი დროის ორგანიზების პროგრამებით; სახელმწიფო უნივერსიტეტებში შეიქმნება ცოდნის რესურს-ცენტრები/ბავშვთა უფლებების ცენტრები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობასა და ცოდნის გაზიარებას ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე დაფუძნებული განათლების შესახებ; გაძლიერდება მასწავლებელთა გადამზადების პროგრამები უნივერსიტეტებსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრებში, რათა ახალი მასწავლებლები აღიჭურვონ სათანადო ცოდნითა და უნარებით.


პროგრამის პრეზენტაციასთან ერთად, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ნორვეგიის ელჩმა ჰელენ სანდ ანდრესენმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა და ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს გენერალურმა მენეჯერმა ანმარი ბექმან ჰანსენმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 


„ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ ნორვეგიის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების განვითარება სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით არაერთი მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება. ვიმედოვნებ, რომ პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ხელშესახებ და ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. 


„ოთხწლიანი თანამშრომლობა ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ერთიან სტრატეგიულ ხედვას“, - აღნიშნა ჰელენ სანდ ანდრესენმა, ნორვეგიის ელჩმა საქართველოში და განაცხადა: „პროექტი ეფუძნება განვითარების პროგრამის ეროვნულ პრიორიტეტებს და მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებს. პროექტი ითვალისწინებს საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაზიარებას პრაქტიკოს სპეციალისტებსა და თანამოაზრეთა შორის, გაეროს წამყვანი სააგენტოს მხარდაჭერას, რომელსაც აქვს  აღნიშნულ სფეროში დიდი გამოცდილება და ასევე ათეულობით წელია მუშაობს ქვეყანაში. პროექტის მიზანია, განახორციელოს თითოეული ბავშვის უფლება, განავითაროს პიროვნული თვისებები, ნიჭი, შემოქმედებითი უნარები, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები“.

     
„თითოეულ ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების და სწავლის უფლება. როგორც ყველა ბავშვს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც აქვთ სამომავლო გეგმები და ოცნებები, მაგრამ განათლების მიღების გზაზე ისინი ხშირად აწყდებიან  მუდმივ ბარიერებს არსებული სტიგმისა და სასკოლო სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობის მომსახურებების არარსებობის გამო. ინკლუზიური განათლება ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი ერთად სწავლობს, ერთსა და იმავე სკოლაში, და ქმნის მრავალფეროვან გარემოს საკლასო ოთახში. ეს ნიშნავს, რომ სწავლება და სასწავლო გეგმა, სკოლის შენობები, საკლასო ოთახები, სათამაშო ადგილები უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის შესაფერისი. მადლობას ვუხდი ნორვეგიის მთავრობას უდიდესი მხარდაჭერისთვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვიმუშავებთ, რათა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს ჰქონდეს სწავლისა და თავისი პოტენციალის განვითარების სრული შესაძლებლობა“, - აღნიშნა განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.​

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

სკოლის ბუღალტერმა 2 მილიონზე მეტი საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა - შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ თანამშრომელი დაკავებულია

დიფერენცირებული სწავლება წელს არ იქნება, არც ისტ-ს ისწავლიან საბაზო საფეხურზე - ახალი სასწავლო წელი დაანონსებული ცვლილებების გარეშე

გაიგეთ, როგორ უნდა მოიქცეთ მობილობის შედეგების ნახვის მერე, შეგიძლიათ თუ არა მობილობაზე უარის თქმა და რა შემთვევაში დაგიბრუნდებათ მობილობაში გადახდილი თანხა

საგნის პედაგოგებს, სკოლის დირექციასა და სპეციალისტებს ისგ-ს შემუშავების პრაქტიკულ ასპექტებს გააცნობენ - 11 სექტემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ გაიცნონ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურა
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

სიახლეები
საზოგადოება