სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ ვისწავლოთ სალაპარაკო ინგლისური სახლში, დანახარჯების გარეშე
16-11-2017
-
+


ინგლისურის შესწავლა თანამედროვეობაში უკვე სავალდებულოა. ნებისმიერ სამსახურში უცხო ენების ცოდნა დიდ პრიორიტეტად ითვლება. ამას გარდა, მოგზაურობისას თუ უცხო ქვეყანაში მცხოვრებ მეგობრებთან საუბარი გაგიადვილდებათ.

„ეტალონი“ გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ უნდა შეისწავლოთ სალაპარაკო იგლისური სახლის პირობებში და რაც მთავარია, დანახარჯების გარეშე.

იმღერეთ კარაოკე

ინტერნეტში ინგლისურენოვანი სიმღერის კარაოკე ვერსიის პოვნა მარტივად შეგიძლიათ. რაც მთავარია, ტექსტი ეკრანზე ჩანს და სიმღერასთან ერთად, ინგლისურ სიტყვებს თვალი აუცილებლად ადევნეთ. ეს ლექსიკის მარაგს გაგიმდიდრებთ და დროთა განმავლობაში უშუალოდ საუბრისას შეძლებთ ნასწავლი სიტყვების გამოყენებას.


იკითხეთ ხმამაღლა

აუცილებლად შეეცადეთ ინგლისური მცირე ზომის ტექსტები ხმამაღლა იკითხოთ. ეს დაგეხმარებათ „ენის გატეხვაში.“ სპეციალისტების აზრით, ინგლისური სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმა ტვინს ტექსტის აღქმას უმარტივებს.

აჰყევით ინგლისურ სავარჯიშო პროგრამებს

ამისათვის ისევ ინტერნეტს უნდა მიმართოთ. ინგლისური სავარჯიშო პროგრამები მართლაც უხვად მოიპოვება. ფიტნეს ინსტრუქტორი ვარჯიშთან ერთად უცხო სიტყვების წარმოთქმასაც გაიძულებთ და მოგებულიც დარჩებით. მშვენიერ აღნაგობასთან ერთად, ინგლისურ სიტყვების მარაგს გაიმდიდრებთ.


ორგანიზება გაუკეთეთ ინგლისურენოვან საღამოს

შეგიძლიათ მეგობრებს ერთგვარი სიურპრიზი მოუწყოთ. დაპატიჟეთ ლამაზად გაფორმებულ მაგიდასთან სასაუბროდ მხოლოდ ერთი პირობით- აუცილებელია ყველამ ინგლისურად ილაპარაკოს.

ითამაშეთ ინგლისური „მონოპოლია“

თამაში- „მონოპილია“ რა თქმა უნდა ყველამ იცის. თავშესაქცევი ბიზნეს თავგადასავალი ყველა ენაზე მოიპოვება, თუმცა უმჯობესი იქნება თუ მეგობრებთან ერთად ინგლისურ „მონოპილიას“ ითამაშებთ.


ემესიჯეთ უცხოენოვან მეგობრეს

Facebook რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციალური ქსელია მსოფლიოში, ამაზე არავინ დავობს. ამ მხრივ მსოფლიოს არც საქართველო ჩამორჩება. კარგი იქნება თუ უცხოენოვან, კერძოდ, ინგლისურად მოსაუბრე მეგობრებს გაიჩენთ და მათ ემესიჯებით. შეიძლება თავიდან აზრის გადმოცემა გაგიჭირდეთ, მაგრამ მალე თავადაც ნახავთ, რომ არა მარტო კარგ მეგობრებს შეიძენთ, არამედ  ინგლისური ენის ნამდვილი ოსტატი გახდებით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება