სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მასწავლებლის შეფასების წესები - რატომ და რის მიხედვით ფასდება პედაგოგი?
07-06-2021
-
+


პედაგოგებისთვის პროფესიული წინსვლა არც თუ ისე მარტივია. მასწავლებელი სტატუსის ასამაღლებლად რამდენიმე საფეხურს გადის. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი მისი საქმიანობის შეფასებაა - რამდენად მართავს სასწავლო პროცესს და რა ნაბიჯებს დგამს პროფესიული განვითარებისთვის.

მასწავლებლის შეფასების ტიპებია: გარე შეფასება და შიდა შეფასება.

პედაგოგის შეფასების წესი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემითაა განსაზღვრული და ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მასწავლებლებზე.

რა არის მასწავლებლის შეფასების მიზანი? რას ეფუძნება? რის მიხედვით ფასდება პედაგოგი?

მასწავლებლის შეფასების მიზანია:

  • მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებთან მასწავლებლის კომპეტენციების შესაბამისობის დადგენა;
  • მასწავლებლის შეფასების სისტემის დანერგვით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობის გაძლიერების ხელშეწყობა.

მასწავლებლის შეფასება ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და შემდეგ ძირითად პრინციპებს: სამართლიანობა, ობიექტურობა, ვალიდობა, თანასწორობა, სანდოობა, გამჭვირვალობა.

მასწავლებლის შეფასების ტიპები კი ასეთია:

  • გარე შეფასება;
  • საგნის გამოცდა და წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა;
  • კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს წამყვანი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისად უფროსი და წამყვანი მასწავლებლების შეფასებას და შედგება თეორიული (სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა) და პრაქტიკული ნაწილებისაგან;
  • შიდა შეფასება, რომელიც წარმოადგენს დირექტორის მიერ დამოუკიდებლად ან ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად მასწავლებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითა და სქემით განსაზღვრული სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობების მონიტორინგის შედეგად გაცემულ უკუკავშირს.

მასწავლებლის პორტფოლიოში არსებული მტკიცებულებების შეფასება:

მასწავლებელი ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პორტფოლიოში განათავსებს სქემით განსაზღვრულ, შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

რაც შეეხება პრაქტიკული კომპონენტის შეფასებას, მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ სკოლაში ერთსა და იმავე საგანს, გარე შეფასების პრაქტიკულ ნაწილს გადის მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ სკოლაში სხვადასხვა საგანს, გარე შეფასების პრაქტიკულ ნაწილს გადის მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და საგანში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება