TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რამდენჯერ მოუწევთ გარე დაკვირვების გავლა პედაგოგებს, რომლებიც ორ სკოლაში ერთი და იმავე ან სხვადასხვა საგანს ასწავლიან?
19-05-2021
-
+


მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გარე დაკვირვების გავლაა, რაც გულისხმობს პედაგოგის პროფესიული საქმიანობის პრაქტიკული კომპონენტის შეფასებას. გარე დაკვირვება განაპირობებს, მიენიჭება თუ არა უფროს მასწავლებელს წამყვანის სტატუსი, წამყვანს კი - მენტორის.

პედაგოგთა ნაწილი ორ ან მეტ სკოლაშია დასაქმებული, ისინი უმეტესად სხვადასხვა სკოლაში ერთი და იმავე საგანს ასწავლიან, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი მასწავლებელი სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა საგანსაც ასწავლის (როდესაც მას რამდენიმე საგანში აქვს კომპეტენცია დადასტურებული).

როგორ უნდა აიმაღლონ ასეთმა პედაგოგებმა სტატუსი? სავალდებულოა თუ არა ორივე საგანში გარე დაკვირვების გავლა? საკმარისია თუ არა მხოლოდ ერთ სკოლაში და ერთ საგანში გარე დაკვირვება იმისთვის, რომ მასწავლებელი კარიერულად უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს? - ამ კითხვებით პედაგოგებმა etaloni.ge-ს მიმართეს.

მასწავლებლის პრაქტიკული კომპონენტის შეფასება, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ სკოლაში ასეთია:

მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ სკოლაში ერთსა და იმავე საგანს, გარე შეფასების პრაქტიკულ ნაწილს გადის მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ის მასწავლებელი კი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ სკოლაში სხვადასხვა საგანს, გარე შეფასების პრაქტიკულ ნაწილს გადის მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და საგანში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება