სიახლეები
საინტერესო

როგორი მასწავლებლები მოსწონთ მოზარდებს - კვლევა
11-04-2021
-
+


როდის ხდება ურთიერთობა ეფექტური? როგორი უცნობი ადამიანები მოგვწონს და რატომ? - ჰარვარდის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და რჩევებს უზიარებენ მათ ვინც, ადამიანებთან მუშაობს, მათ შორის პედაგოგებს.

იმისთვის, რომ ადამიანებს თავი მოვაწონოთ, არსებობს მარტივი და ახლა უკვე მეცნიერებით დამტკიცებული ხრიკები: მაგალითად, ნაკლები ლაპარაკი და მეტი კითხვის დასმა, მაგრამ გრძელვადიანი ურთიერთობის შემთხვევაში პრიორიტეტები იცვლება. 

რატომ უყვართ მსგავსი ადამიანები

ჩრდილოეთ კაროლინის და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მეთიუ მონტოის ხელმძღვანელობით, უცნობი ადამიანების პირველი ურთიერთობის 460-ზე მეტი შემთხვევა გამოიკვლიეს. 100 ადამიანი ერთმანეთს პირადად შეხვდა, დანარჩენი კი ონლაინ ურთიერთობდა. ექსპერიმენტის მონაწილეებს მიუჩინეს შემთხვევითი ადამიანი, რომელთანაც 15 წუთი უნდა ესაუბრა. შემდეგ გაარკვიეს, თითოეულ მოხალისეს რამდენად მოეწონა მეორე და ჰქონდათ თუ არა სურვილი მისი კიდევ ნახვის. კვლევის საფუძველზე კი მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნები, თუ როგორ უნდა მოვაწონოთ თავი ადამიანებს პირველი გაცნობისას. 

ერთ-ერთი ძირითადი დასკვნაა: კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ის ადამიანი, ვინც შენ რაღაცით გგავს. ადრე მეცნიერები ამას უნივერსალურად თვლიდნენ. მაგალითად, ადამიანი ყოველთვის ირჩევს მას, ვინც მას თავს აგონებს. მაგრამ ახლა დაამტკიცეს, რომ ეს მხოლოდ ურთიერთობის დასაწყისში მუშაობს. როდესაც ადამიანები საუბარს იწყებენ უცნობთან, ისინი ჩვეულებრივ ცდილობენ დაამყარონ სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობა. ამიტომ მსგავსება - ეს არის ის, რაც მათ ყველაზე მეტად იზიდავს. 

უკეთესია თუ გუშინდელი სტუდენტები დარჩებიან იმად ვინც სინამდვილეში არიან

თუ სკოლაში მიდის მასწავლებელი, რომელმაც ეს-ესაა უნივერსიტეტი დაამთავრა, მისი ახალგაზრდობა უკვე მოსწავლეებში სიმპატიას იწვევს.

რა თქმა უნდა, ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ, მაგრამ გუშინდელი სტუდენტის ინსტინქტური მცდელობა პატივსაცემი მასწავლებლის ნიღბის მორგებით გაემიჯნოს მოსწავლეებს, მის მიმართ მოსწავლეების ნდობას ამცირებს. 

მაგრამ, თუ კლასში შედის ახალი მასწავლებელი, რომელიც უკვე დიდი ხანია ახალბედა არ არის? მაშინ ბავშვების ნდობა შეიძლება გამოიწვიოს მათი რეალიების: მოდური მუსიკის, სერიალების, ფილმების, ხუმრობების, სლენგის და ა.შ ცოდნამ. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებლობა ვისაუბროთ სლენგით, მაგრამ, თუ პედაგოგი გამოიყენებს ახალგაზრდების ლექსიკიდან რამდენიმე სიტყვას ხუმრობით ან ახსნისას, ამით ის მოსწავლეთა თვალში მხოლოდ ქულებს დაიწერს.

ადამიანებს (მათ შორის მოზარდებს) სინამდვილეში, იმდენად უნდათ პოზიტიური ურთიერთობა, რომ ჩვენი ქვეცნობიერი მიდრეკილია მსგავსების განზოგადებით. მაგალითად, ექსპერიმენტის მონაწილეს ეგონა, რომ უცნობი, რომელთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა, მას ჰგავდა და ზოგიერთ კითხვას ისევე პასუხობდა, როგორც ის.

არ შეგეშალოთ სახელი და დაივიწყეთ სიტყვა „არა“

ურთიერთობისას უბრალო ჟესტები აძლიერებდნენ მოჩვენებით მსგავსებას, მაშინაც კი, თუ ის საერთოდ არ იყო. ასე ხდებოდა მაშინ, თუ უცნობი გულწრფელად იღიმოდა, მხედველობით კონტაქტს ინარჩუნებდა, მოსაუბრეს არ აწყვეტინებდა და მის ნაცვლად არ ასრულებდა ფრაზებს, სწორად მიმართავდა სახელით და თითქმის არ იყენებდა სიტყვას - „არა“.

რჩევების გაცემა თხოვნის გარეშე, ლექტორისნაირი საუბრის მანერა ასევე ანგრევს ადამიანებს შორის კავშირს. არადა ეს სწორედ ის არის, რასაც მთელი მსოფლიოს მასწავლებლები მიმართავენ, რადგან სამუშაოს ნაწილად თვლიან. ამასთან, პარადოქსია: შესანიშნავ ლექტორთან, რომლის მოსმენაც გინდა, არ გაქვს სურვილი ურთიერთობის. ამიტომ შესაძლოა, პირველ ხანებში უკეთესი იყოს მასალის, ყოველდღიური მანერით თხრობა და ზოგადად აქცენტის გაკეთება პროექტულ საქმიანობაზე, მოსწავლეთა პრაქტიკულ სამუშაოზე და არა ლექციაზე?

ის მასწავლებლები, რომლებიც თვლიან, რომ ასეთი სახის პოპულარობის მოპოვება არ ღირს, როგორც კვლევამ აჩვენა, ასევე მართლები არიან. მართალია, პირველი ურთიერთობის დროს მსგავსების ფაქტორი მნიშვნელოვან ეფექტს იძლევა, მაგრამ ურთიერთობის მოკლე დროში (რამდენიმე კვირა) სანდომიანობის ეფექტი ორჯერ მცირდება. ხოლო თუ საქმიან ურთიერთობებს შევაფასებთ, რომელიც ერთ წელზე მეტი გრძელდება, ადამიანის სანდომიანობა მსგავსებაზე 600-ჯერ ნაკლებ არის დამოკიდებული, ვიდრე გაცნობისას.

პირიქით, რაც უფრო მეტი ახლის მოცემა შეუძლია ადამიანს, მით უფრო გვეხმარება თვითრეალიზებასა და პროფესიულ ზრდაში და მით უფრო მეტ პატივისცემას იწვევს. ფასდება უკვე განსხვავება და არა მსგავსება. 

თუ ამას ისევ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას მოვარგებთ, მაშინ იდეალური ვარიანტია, თუ პირველ ხანებში მოზარდი გრძნობს, რომ მისი ინტერესები, მისი ცხოვრების ნიუანსები ესმით, შემდეგ კი - თუ მასწავლებელი თავს წარმოაჩენს როგორც თავისი საქმის მცოდნე და პროფესიონალი. 

საკუთარი თავის შესახებ დასმული კითხვები 

ჰარვარდის მეცნიერების კიდევ ერთი დასკვნა: ურთიერთობის ყველა ეტაპზე ადამიანები უფრო სანდომიანებად მიიჩნევენ მათ, ვინც ბევრ კითხვას სვამს, განსაკუთრებით მათ შესახებ. ასეთი ეფექტი იყო როგორც ონლაინ ისე პირადი ურთიერთობის დროს. კვლევამ კითხვებსა და სიმპატიას შორის მყარი და თანმიმდევრული კავშირი დაამტკიცა. როდესაც ერთსა და იმავე ადამიანს ექსპერიმენტის ავტორები აძლევდნენ დავალებას დაესვა მეტი კითხვა, მისი მიმზიდველობა სხვების თვალში მნიშვნელოვნად იზრდებოდა, მას აღიქვამენ, როგორც მგრძნობიარეს და სხვებით დაინტერესებულს. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი უცნობი ან უკვე ურთიერთობის მუდმივი მონაწილე ადამიანების თვალში აღიქმება, როგორც მზრუნველი, ყურადღებიანი და გამგები თანამოსაუბრე.

აღსანიშნავია, რომ პირველი შეხვედრისას ადამიანები ჩვეულებრივ კონცენტირებული არიან, როგორც წარმოაჩინონ თავი, რა მოყვნენ საკუთარი თავის შესახებ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს ურთიერთობის მნიშვნელოვან ფაქტორს - დაამტკიცეს მეცნიერებმა.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ძლიერი ქარი, ელჭექი... - როდიდან გამოიდარებს საქართველოში

რა წერეს ქართულის ქართულის გამოცდაზე აბიტურიენტებმა - გამოყენებული ტესტები 5 ივლისს გამოქვეყნდება

„მთაწმინდის მთავრე“ და „აივნიანი ქალაქი“ - ქართულის ბოლო ვარიანტის საკითხები ცნობილია

ქართულის გამოცდის დილის სესიაზე 2-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა

პროგრამული ნაწილიდან „ვეფხისტყაოსნი“ მოვიდა - ქართულის გამოცდის თემები ცნობილია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მშობლიურ ენაზე სწავლა უფასოა

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება