სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ეტალონი

„დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებდით ჩვენს განახლებულ დარბაზში“ - ზარი დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლიდან
13-11-2017
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან Etaloni.ge-ს პროექტში პირველი დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლა ჩაერთო. სწორედ ამ სკოლიდან დაიწყო სტარტი. 

მას შემდეგ კი პროექტში ბოლნისიდან ათეულობით სკოლაა ჩართული. სკოლებიდან გადმოგზავნილი სიახლეების, ღონიძიებების, წარმატებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების შესახებ ინფორმაცია საიტზე ყოველდღიურად, ოპერატიულად ქვეყნდება. აქტიურ და წარმატებულ სკოლებს შორის ერთ-ერთია დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლა. 

„ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან პროექტში ჩაერთო. ჩვენ მერე აქტიურად ჩაერთნენ სხვა სკოლებიც. დაბა კაზრეთის N2 სკოლა დაახლოებით 50 წელია არსებობს. სკოლა თავიდან რუსულენოვანი იყო. შემდეგ კი, დაახლოებით 35 წლის წინ აშენდა დღეს არსებული შენობა. ჩვენს დაბაში მხოლოდ ერთი სკოლა არსებობდა, რაც არ იყო საკმარისი. ამიტომ საჭირო გახდა მეორე სკოლის აშენება. ჩვენს სკოლას მაღალი სტანდარტების, კეთილმოწყობილი, ოთხსართულიანი კარგი პროექტის შენობა აქვს,“- აღნიშნა დაბა კაზრეთის N2 სკოლის დირექტორმა დინარა პირველმა. 

დაბა კაზრეთის სკოლა 2017-2018  სასწავლო წელს სიახლით შეხვდა. კომპანია ,,არემჯი"-მ (საწარმო, რომელიც ბოლნისის რაიონში სამთო-მოპოვებითი საქმიანობით არის დაკავებული) სკოლის სააქტო დარბაზი განაახლა. სწორედ განახლებულ დარბაზში სურს სკოლის დირექტორ დინარა პირველს ინტელექტ-შეჯიბრ „ეტალონს“ უმასპინძლოს:

„დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის დარბაზი კომპანია ,,არემჯი"-მ მაღალ დონეზე გაარემონტა. გვაქვს საკმაოდ კარგი პირობები იმისთვის, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი ჩვენს სკოლაში ჩატარდეს. ჩვენი მოსწავლე შარშანწინ გამარჯვებული გახდა, 2016-2017 სასწავლო წლებშიც ჩვენი მოსწავლეები ყველაზე მაღალქულიან მონაწილეებს შორის მოხვდნენ. „ეტალონი“ ძალიან მაღალი დონის პროექტია და ჩვენი სკოლა მოუთმენლად ელოდება, თუ როდის ჩატარდება ინტელექტ-შეჯიბრი. დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებდით ჩვენს განახლებულ დარბაზში. ყველანაირად მზად ვართ თქვენი სტუმრობისთვის.“

 

შეგახსენებთ, რომ კომპანია ,,არემჯი"-მ (საწარმო, რომელიც ბოლნისის რაიონში სამთო-მოპოვებითი საქმიანობით არის დაკავებული)დაბა კაზრეთის N2 სკოლის სააქტო დარბაზი განაახლა. 

2017-2018 სასწავლო წლის დაწყების დღეს ჩატარდა საინტერესო ღონისძიება, სადაც სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს.

ღონისძიებას საპატიო სტუმრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი - დავით შერაზადიშვილი და კომპანია ,,არემჯი"-ს გენერალური დირექტორი - ჯონი შუბითიძე ესწრებოდნენ.  

სკოლა მადლობას უხდის კომპანია ''არემჯი''-ის ხელმძღვანელობას ასეთი  მნიშვნელოვანი საჩუქრისათვის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი როლური თამაში აღმოჩნდა

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

მოსწავლეებმა - ნინი ხეცურიანმა (მე-11 კლასი) და თამარ ჩარკვიანმა (მე-9 კლასი) ჟიურის წინაშე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
 

 
 
 

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება