სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

ჯანმრთელობის ცნობა თუ კოვიდ-ტესტირების პასუხი - როგორ ბრუნდება სკოლაში გაციებული მოსწავლე?
10-03-2021
-
+


საქართველოს მასშტაბით, სკოლებში სწავლის დასწრებითი ფორმით განახლების შემდეგ, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სასწავლო დაწესებულებებს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, არაერთი რეკომენდაცია წარუდგინეს. 

მართალია, რეგულაციების ნუსხა საკმაოდ გრძელია და მათი ძირითადი ნაწილიც ყველა სკოლისთვის საერთოა, მაგრამ კოვიდ-პანდემიის პირობებში, მოსწავლეებსა და მშობლებს არაერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა აქვთ.

დღის წესრიგში, ამჯერად, დადგა საკითხი, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს სასწავლო დაწესებულებას მოსწავლე, რომელსაც სურდო ან უბრალოდ გაციება აქვს.

განათლების სამინისტროს პროტოკოლი თუ სკოლის შინაგანაწესი? - რის საფუძველზე მოქმედებენ და როგორ იღებენ ასეთ შემთხვევებში გადაწყვეტილებას სკოლების ხელმძღვანელი პირები, აღნიშნულის გასარკვევად, etaloni.ge თბილისის რამდენიმე სასწავლო დაწესებულების დირექტორს დაუკავშირდა.

თბილისის N214 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ შუბლაძე: ყველა სკოლას აქვს სპეციალური დებულება შემუშავებული. მე მქონდა შემთხვევა, როდესაც მოსწავლე გაციებული იყო და არ დადიოდა სკოლაში. სასწავლო დაწესებულებაში დასაბრუნებლად, მას დასჭირდა კოვიდ-ტესტირება. მოსწავლე სკოლაში კოვიდ-ტესტირების გარეშე ვერ შემოვა. ეს იყო ძირითადი რეკომენდაციები განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული და აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე სკოლებმა ინდივიდუალურად შეიმუშავეს შინაგანაწესი. ტესტირება უფასოა და მშობელს, საჭიროების შემთხვევაში, თავად მიჰყავს შვილი კოვიდ-ტესტირებაზე. მოსწავლემ სკოლას სწრაფი ან PCR-ტესტის პასუხი უნდა წარუდგინოს.

თბილისის N207 საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე: მოსწავლემ, რომელიც გაცივდება, სკოლაში დასაბრუნებლად, მხოლოდ ექიმის ცნობა უნდა წარადგინოს. თავიდან საჭირო იყო, კოვიდ-ტესტის პასუხის მოტანა, ახლა ექიმის ცნობაც საკმარისია. ექიმი აძლევს ცნობას ან ადგილზე უკეთებს მოსწავლეს სწრაფ ტესტს. ჯერჯერობით ასეთი მდგომარეობაა.

თბილისის N149 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მიქავა: არსებობს რეგულაციები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. როდესაც მოსწავლეს უფიქსირდება ციება, ცხელება და მსგავსი სიმპტომები, არ მოდის სკოლაში და როდესაც გადამოწმების მიზნით, ტესტირებას გაუკეთებენ მშობლები, შემდეგ უკვე მოაქვს ექიმის მიერ გაცემული ცნობა. ჩვენ გვაქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმა კოვიდ-პანდემიის პერიოდში, რომელიც რეალურად არის დაფუძნებული იმ რეგულაციაზე, რომელიც გაცემული აქვს სამინისტროს. მოსწავლე საგაკვეთილო პროცესზე დაიშვება ექიმის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ადრე იყო ჩანაწერი, რომ PCR-ტესტის საფუძველზე დაიშვებოდა მოსწავლე საგაკვეთილო პროცესზე, ახლა ხდება ექიმის ცნობის საფუძველზე. სიცხისა და სხვა რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში, რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ტესტი გაკეთდეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს PCR-ტესტის ვალდებულებას.

ჯანმრთელობის ცნობა თუ კოვიდ-ტესტირების პასუხი - მშობლების მთავარი შეკითხვით, დირექტორების შემდეგ, განათლების სამინისტროს მივმართეთ და ოფიციალურ უწყებაში ასეთი პასუხი მივიღეთ: 

„თუ სკოლის მოსწავლეს აქვს გრიპი, სკოლაში დასაბრუნებლად, მან აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ოჯახის ექიმის ცნობა. ცნობაში იქნება მითითებული, თუ რით იავადმყოფა ბავშვმა და შეიძლება სულაც არ იყო კოვიდზე ტესტის გაკეთების აუცილებლობა. ცნობაში მითითებული იქნება, რომ არ ჰქონდა ბავშვს კორონავირუსის სიმპტომები და ამიტომ, არ გაკეთდა ტესტირება. ცნობა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. არსებობს სხვადასხვა შემთხვევა და ყოველ ახალ შემთხვევას განიხილავს სკოლა და ამის მიხედვით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება