სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მორიელს ფინანსურად კარგი, მერწყულებს კი პრობლემური პერიოდი აქვთ - ვის ელის უეცარი ცვლილებები?
09-03-2021
-
+


მიმდინარე კვირა არის მარტში ყველაზე რთული. შეეცადეთ ეს დღეები ფრთხილად გაიაროთ და სასიამოვნო საქმეებს დაუთმოთ დრო.

13 მარტს ახალმთვარეობაა, თევზების ზოდიაქოს ნიშანში. რაც ნიშნავს, რომ თევზების უარყოფითი მხარეები წინ წამოიწევს.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის კი ასეთია:

ვერძი: ყველაზე რთულიო პერიოდია თქვენთვის. იმუნიტეტი დაბალი გაქვთ, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანება იმატებს თქვენში. თქვენს ირგვლივ მყოფები საკუთარი საქმეებით იქნებიან დაკავებულები, ამიტომ ძირითადად, თქვენს შესაძლებლობებზე ორიენტირდით და ადეკვატურად შეაფასეთ მოწინააღმდეგეების შესაძლებლობები. 

კურო: ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, შარმიანი, აქტიური, ენერგიული და კარგი შემოქმედი ხართ. ფინანსური კუთხითაც არ არის ცუდი პერიოდი. ინტრიგები, ჭორები აქტიურდება, აკონტროლეთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან. საქმიანი კუთხით კარგი დროა.

ტყუპები: თქვენი გეგმები შეიძლება უეცრად შეიცვალოს, თუმცა არ უნდა დაიბნეთ. უნდა შეეგუოთ ნებისმიერ სიახლეს, ეცადეთ სწრაფად აუღოთ ალღო. სხვანაირად შეიძლება დაკარგოთ დივიდენდები. მოთმინება გამოიჩინეთ, ეს მალე გადაივლის. სარისკო მოქმედებებს ერიდეთ.

კირჩხიბი: არ გამოამზეუროთ თქვენი გეგმები და იდეები, ზოგი ამას ვერ გაიგებს, ზოგი კი სათავისოდ გამოიყენებს. შესაძლებლობები კარგი გაქვთ, შემოქმედებითი და ფინანსური კუთხით. ძალიან იზიდავთ ადამიანებს, ამიტომ რომანტიკული კუთხითაც კარგი დროა.

ლომი: ყურადღება და მოფრთხილება გჭირდებათ, თქვენი ენერგოტონუსი დაბალია. ძველ შეცდომებს გაგიხსენებენ, შეიძლება კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. კონფლიქტებსა და საქმის გარჩევებს ერიდეთ, ეს კვირა მოითმინეთ და შემდეგი კვირიდან უკეთესი შანსები გექნებათ. პირადი ურთიერთობებისთვის არ არის ცუდი პერიოდი.

ქალწული: პარტნიორულ ურთიერთობებში გაქვთ პრობლემა, თქვენმა კრიტიკულობამ შეიძლება გააღიზიანოს პარტნიორი. ნუ დაძაბავთ სიტუაციას. შეიძლება ტრანსფორმაციის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ამან გამოიწვიოს კონფლიქტი. საქმიანი კუთხით კარგი შესაძლებლობები გაქვთ.

სასწორი: ძალების აღდგენისთვის დრო გჭირდებათ, დაისვენეთ. სიფრთხილე  გამოიჩინეთ, ძველი შეცდომები გამოასწორეთ. ახალი საქმეები არ დაიწყოთ. აკონტროლეთ ემოცია და მშვიდად გაიარეთ რთული პერიოდი.

მორიელი: ერთ-ერთი ფავორიტი ხართ. რომანტიული ურთიერთობები, ქორწინება, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, პროფესიული წინსვლა, შინაგანი შარმი - ეს ყველაფერი გაქვთ, წარმატებისთვის საუკეთესო პერიოდია.

მშვილდოსანი: დასვენება გჭირდებათ, შინაგან დაღლილობას გრძნობთ. სამყარო კი არ გაძლევთ დასვენების შესაძლებლობას, სახლსა და სამსახურში შეიძლება დაგატყდეთ პრობლემები, რაც თქვენი მოსაგვარებელი იქნება. ეს უნდა გააკეთოთ ზედმეტი გადატვირთვის გარეშე.

თხის რქა: აქტიური, ენერგიული და ძალიან წარმატებული ხართ. თუმცა ვარსკვლავები მცირე ტაიმ-აუტის აღებას გირჩევენ. შეიძლება თანამდებობის წინაშეც დადგეთ, დააკვირდით სიტუაციას და შეიძლება გადაფასებაც მოგიწიოთ ბევრი რამის. ამან შეიძლება სასიკეთო კორექტივები შეიტანოს თქვენს ცხოვრებაში.

მერწყული: პრობლემური პერიოდი გაქვთ, ემოციური გაღიზიანება, ენერგოტონუსი და ფინანსური პრობლემებიც შეიძლება გქონდეთ. ფულს ნუ დახარჯავთ, ნუ მო0კიდებთ ხელს იდეების რეალიზებას. შემდეგ კვირას დაელოდეთ.

თევზები: კრეატიული და წარმატებული ხართ, ეს კვირა ძალიან კარგია თქვენთვის, გარდა 13 მარტისა. შემოქმედებითი, ფინანსური და ქორწინების კუთხით. იაქტიურეთ ეს თქვენი დროა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება