სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლისგან მახარებს, როცა ვხედავ - პროფესიაზე შეყვარებულია“ - შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო სადრაძე
26-02-2021
-
+



აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო სადრაძე ბლიც - ინტერვიუში ონლაინ სწავლებაზე, პანდემიაზე საუბრობს და გვიმხელს რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად.


- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...


- რომ ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიც სკოლაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  გარე  საფრთხეების შეფასება, შესაბამისი კონცეფციების შემუშავება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები, რომლებიც განსაკუთრებით მოულოდნელ საფრთხეებს თან ახლავს.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- მოსწავლეები არაჩვეულებრივი მასწავლებლებია, მასწავლებელთა გაერთიანებას დიდი ძალა აქვს, ერთმანეთის მხარდაჭერა ეფექტური იარაღია პრობლემების გასამკლავებლად. 

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- სავსე გამოწვევებით, მოულოდნელობებით, აღმოჩენებით... იდუმალი, რთული, მაგრამ საინტერესო.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია... 

- როცა ვხედავ პროფესიაზე შეყვარებულია, თითოეული მოსწავლის მასწავლებელია, საგანმანათლებლო ლიდერია, ორგანიზაციული კულტურის დამნერგავი და გამზიარებელია.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- რატომ არ იყენებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც მათ გარემო სთავაზობს. 

- მშობლებს ვურჩევდი...

- ასე გააგრძელონ, ჩვენთან ერთად იზრუნონ და გაიზიარონ პასუხისმგებლობა შვილების ჯანმრთელობაზე, სწავლა-განათლებაზე, მომავალზე.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- გამოწვევებზე, რომლებთან ერთად მიხდება თანაარსებობა და თანაცხოვრება.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება